"ატლეტიკოს" ფანები რაფაელ ბენიტესს გაეხუმრნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრები "გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრის ბოლოს რაფაელ ბენიტესს გაეხუმრნენ.

მატჩის 89-ე წუთზე ტაბლოზე დონეცკის "შახტარსა" და მადრიდის "რეალს" შორის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაზე ინფორმაცია გაჩნდა.

"ატლეტიკოს" გულშემატკივარმა როგორც კი შეიტყო, რომ უკრაინულმა გუნდმა 0:4-დან 3:4 გახადა, სკანდირება დაიწყო: "ბენიტეს, დარჩი!".

შეხვედრა საბოლოოდ "რეალის" გამარჯვებით დასრულდა - 3:4.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტურში "სამეფო გუნდი" საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან" 0:4 განადგურდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული