ლიონელ მესი შესაძლოა ციხეში ჩასვან

AutoSharing Option
ესპანეთის სახელმწიფო პროკურატურა "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესისთვის გადასახადების დამალვის გამო 22.5 თვით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

გასულ კვირას ბარსელონას პროკურატურამ არგენტინელ ფეხბურთელს მოუხსნა ბრალდება და ეჭვმიტანილად მესის მამა ხორხე ორასიო დატოვა, რომელსაც 18-თვიანი პატიმრობა ემუქრება. იგი ფეხბურთელის ფინანსურ საქმეებს წლების განმავლობაში მართავდა.

თუმცა პროკურორმა საქმე განაახლა და 4 "ოქროს ბურთის" მფლობელის დასჯას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მესის ფულის გათეთრების ბრალდება მოუხსნეს, რომელსაც გამოძიების ვერსიით, საკუთარი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით ახორციელებდა.

საუბარია 6 მატჩზე, რომელიც მესის ორგანიზებით შედგა 2012-13 წლებში ლათინურ ამერიკაში.

პოლიციამ
შეისწავლა საბანკო გადარიცხვები, რომლის საერთო რაოდენობა 1 მილიონი ევრო გახლდათ. თანხის მიმღები პირი მესის მეგობარი გილიერმო მარინი იყო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა აფერისტი ყოფილა თურმე ბატონი ლიონელი ?!რა გაუჭირდა ... ფულის გათეთრება რო დაიწყო.ეხლა უნდა ამას ნაცები და ეგრევე პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულებენ ესპანურ პროკურატურას.ვინ იცის იქნებ მესი მართლა ნაციონალი არის და იქაურ პროკურატურას კიდე ბიძო მართავს).მოითხოვონ უგულავასთან გადმოიყვანონ და ვიზიტები ფასიანი გახადონ.
Zviad
14:23 09-10-2015
3
კლოპმა ლივერპულთან ხელი მოაწერა, ვის აინტერესებს მესი))
ტყეშელაანთ გიჟი
12:58 09-10-2015
4

სიახლეები პოპულარული