ლა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" მარცხი "სანჩეს პისხუანზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ოქტომბერს ესპანური ლა ლიგის მე-7 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონა" "სანჩეს პისხუანზე" 1:2 დამარცხდა, ეს გუნდის მეორე წაგებაა ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, უნაი ემერიმ პირველად მოუგო "ბარსელონას". სტუმართა კარში გოლები მიკაელ კრონ-დელიმ და ვისენტე იბორამ გაიტანეს.

ნეიმარმა კატალონიურ გუნდში მე-100 მატჩი ითამაშა და პენალტით გოლი გაიტანა.

"მალაგამ" 10 კაცით იმარჯვა, გუნდს, რომელსაც აქამდე ერთი გოლიც არ ჰქონდა გატანილი, შარლესი ჰეთ თრიკით შეეწია.

სევილია-ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 კრონ-დელი (52), 2:0 იბორა (58), 2:1 ნეიმარი (74-პენ)

გრანადა-დეპორტივო 1:1
გოლები:
0:1 ფაირი (25), 1:1 პიტი (65)

ესპანიოლი-სპორტინგი 1:2
გოლები: 0:1 ჰალილოვიჩი (10), 1:1 კაისედო (62), 1:2 მენენდესი (92)
შენიშვნა: კაისედომ (ესპანიოლი) ვერ გაიტანა პენალტი (30)

ლას პალმასი-ეიბარი 0:2
გოლები: 0:1 ბერხონი (7), 0:2 ბასტონი (62)

მალაგა-სოსიედადი 3:1
გოლები: 1:0 შარლესი (4), 2:0 შარლესი (7), 2:1 აგირეჩე (14), 3:1 შარლესი (89)
გაძევება: ტისონე (71. მალაგა)

1. ვილიარეალი - 16 ქულა; 2. სელტა - 15; 3. ბარსელონა - 15; 4. რეალი - 14; 5. ატლეტიკო - 12.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული