სირიელი მილიარდერი ესპანური გრანდის ყიდვას აპირებს

AutoSharing Option
სირიელ მილიარდერს, იახია კირდის ესპანური გრანდის ყიდვა სურს.

"ახლოს ვარ იმასთან, რომ დიდი ესპანური კლუბი ვიყიდოთ. ყველა უფლების გამოსყიდვა გვსურს ან მინიმუმ, აქციათა 25 პროცენტის მაინც. ჩემი იურისტები მუშაობენ ამ საკითხზე. ახლა ვერ დავასახელებ კლუბს, რადგან მთხოვეს, მოლაპარაკებების დროს საიდუმლოდ შემენახა კლუბის სახელი", - თქვა კირდიმ.

2010 წელს სირიელი ბიზნესმენი "ლივერპულის" ყიდვის მთავარი პრეტენდენტი იყო, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

"ძალიან ახლოს ვიყავი "ლივერპულის" ყიდვასთან, მაგრამ მე ბიზნესმენი ვარ, რომელსაც ესმის, რომ რთულია მოგების მიღება, როცა კლუბს 300 მილიონი ფუნტი აქვს ვალი.

რაფაელ ბენიტესი "ლივერპულის" უიღბლობების მთავარი მიზეზია. მან ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გაყიდა და იყიდა ისინი, ვინც წითელი მაისურის ტარების ღირსი არაა", - აღნიშნა კირდიმ.

აღსანიშნავია, რომ წარსულში კირდი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და "ალ-ატაჰიდის" ღირსებას იცავდა. პრესაში მის ბიზნესთან დაკავშირებით ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ არსებობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აგერ საქართველოში იყიდე რამე კაი გუნდი რაღა 300 მილიონიან ვალიან ლივერპულს უყურებ :D :D ან ესპანური გუნდის 25 პროცენტის ფასად ჩვენ ქვეყანაში აშენდება ფეხბურთი...
luka
16:59 27-05-2015
0
საბჭოთა მილიარდერების პონტია. ფული ქარმა მოიტანა და არ იცის რაში ჩადოს. ქვეყანა საიდანაც წარმოშობითაა - სიღარიბეში იხრჩობა.
ამერიკელი
16:35 27-05-2015
0

სიახლეები პოპულარული