ვისენტე დელ ბოსკე კოშტას ესპანეთის ნაკრებში არ აბრუნებს

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკემ კოსტა რიკასთან ამხანაგური და ბელორუსთან ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრებში ორი ისეთი ფეხბურთელია, რომელთა დებიუტიც შეიძლება ვიხილოთ "როხას" რიგებში. ესენია: სერხიო რიკო და ალეიქს ვიდალი. ორივე "სევილიას" წარმომადგენელია. დელ ბოსკეს არ მიუწვევია დიეგო კოშტა (ჩელსი) და ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი):

"დიეგო კოშტა ახლახან გამოჯანმრთელდა და ჯერ კარგად ვერ ირჯება, ახლა ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. როცა კოშტა ძველებურად ათამაშდება, მისთვის ნაკრების კარი კვლავ გაიღება".

კოსტა რიკას ესპანეთი 11 ივნისს ეთამაშება, ბელორუსს - 14-ში.

ესპანეთის
ნაკრები
მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), დავიდ დე ხეა (იუნაიტედი), სერხიო რიკო (სევილია).

მცველები: ხუანფრანი (ატლეტიკო), სერხიო რამოსი, დანიელ კარვახალი (რეალი), ჟერარდ პიკე, მარკ ბარტრა, ჟორდი ალბა (ბარსელონა), ხუან ბერნატი (ბაიერნი).

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), კოკე (ატლეტიკო), ნოლიტო (სელტა), სანტი კასორლა (არსენალი), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი), ისკო (რეალი), ალეიქს ვიდალი, ვიტოლო (სევილია), დავიდ სილვა (სიტი).

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (იუვენტუსი), პაკო ალკასერი (ვალენსია), პედრო (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და ჟან-მარი გუტი როგორც ობოლაძე იტყოდა...))))
Walkabout
15:17 27-05-2015
0
ჟ-ს რატომ წერთ? ხერარდ პიკე და ჯორდი ალბა
luka
11:41 27-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული