ლა ლიგა. ბოლო ტურის წინ: THE END- ვისთვის პირდაპირი მნიშვნელობითაც...

AutoSharing Option
ჩემპიონის ვინაობა ცნობილია, ამიტომ შაბათს, ლა ლიგის ბოლო ტურმა უნდა გაარკვიოს: ვინ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის და ვინ პლეი ოფის საგზურს, ვინ გავარდება "კორდობასთან" ერთად. ჩემპიონატი დასრულდება და ყველაფერი ცნობილი მაინც არ იქნება...

თუ, თუ...
შაბათს ყველა თამაში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო, თუმცა ორ წყვილში აბსოლუტურად აღარაფერი წყდება. ამიტომაც, ერთი (ლევანტე-ელჩე) სხვებზე ადრე, მეორე კი (რეალი-ხეტაფე) სხვებზე გვიან დაიწყება.

ასე რომ, ლეო მესიმ სულაც ხუთი გოლი რომ გაიტანოს "დეპორტივოს" კარში, კრიშტიანო რონალდოს კიდევ დრო ექნება "პიჩიჩის" დასაცავად. ეს რა თქმა უნდა,
სანახევროდ ხუმრობით. არა გვგონია, რონალდოს ბომბარდირის ტიტულს რამე ემუქრებოდეს, მით უფრო, რომ ეს ამ სეზონში მისი ერთადერთი ტროფეი იქნება.

და მაინც, რატომ არ გადაწყდება ყველაფერი ჩემპიონატის დასრულებამდე? საქმე იმაშია, რომ ევროპალიგის გამარჯვებულს უეფა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს ჩუქნის. თუკი "სევილია" ტურნირს მეხუთე ადგილზე დაასრულებს, როგორც ახლაა და 27-ში ევროპალიგას მოიგებს. ამ ტურნირზე თამაშის უფლებას ლა ლიგის მე-7 ადგილოსანიც მიიღებს. პლუს, კიდევ არის სამეფო თასის ფინალი, რომელშიც "ბარსა" "ბილბაოს" ხვდება...

მეშვიდე (მერვე) ადგილის ბედი კი ჯერ კიდევ ჰაერშია...

მესამე, მეოთხე, მეხუთეზე გათვლა
მაშ ასე, უნაი ემერის "სევილიას" ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდება ჩემპიონატიდანაც შეუძლია, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არ იქნება დამოკიდებული. "სევილიას" 73 ქულა აქვს, ერთით ნაკლები, ვიდრე "ვალენსიას".

ურთიერშეხვედრებში უკეთესი ბალანსის წყალობით, ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდს ერთნაირი ქულების დაგროვებაც აწყობს. "სევილიამ" ანდალუსიური დერბი უნდა მოუგოს სტუმრად "მალაგას" და დაელოდოს, რა მოხდება მეორე ანდალუსიურ ქალაქ ალმერიაში. უმოტივაციო არც "მალაგაა" და არც "ვალენსიას" მეტოქე "ალმერია".

განსაკუთრებით ამ უკანასკნელს უჭირს ქულები, საქმე სიკვდილ-სიცოცხლეზეა, რადგან თუ გავარდა, ისედაც ფინანსურად შეჭირვებული "ალმერია" შეიძლება, საერთოდ დაიშალოს. "ვალენსია" ურთიერთშეხვედრებში "ატლეტიკოსაც" ჯაბნის, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდს სამი ქულით ჩამორჩება.

თუ მოხდა სასწაული და "გრანადამ", რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, მოუგო "ატლეტიკოს" და "ვალენსიამ" იმარჯვა, მესამე ადგილზე "ღამურები" გადადიან. მესამე ადგილი კი, შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარანტიაა, ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე.

გაწირავს "ბარსა" "დეპორს"?
"ბარსელონა" ყოველგვარი გათვლებისგან თავისუფალია - ჩემპიონია და "დეპორტივოსთან" თამაშის წინ ტიტულს ჩაიბარებს. ალბათ, უკანასკნელად შეეხება ლა ლიგის ტროფეის 8-ჯერ მომგები ჩავი ერნანდესი, რომელიც "ბარსადან" მიდის.

თუმცა "კამპ ნოუზე" დრამას შეიძლება, არ ავცდეთ. "ბარსელონას" მეტოქე "დეპორტივოა", რომელიც დიდი ალბათობით, გავარდება თუ არ იყოჩაღებს ჩემპიონების წინააღმდეგ. მაგრამ ეს ის "დეპორტივო" აღარ არის ამ სტადიონზე ცეცხლი რომ დაუნთია. თუკი ჩავი ტიტულს მერვედ შეწვდა, "ბარსას" 12 ფეხბურთელისთვის ეს პირველი ტიტულია, მათ შორის, ბრაზილიელი ნეიმარისთვის და ურუგვაელი ლუის სუარესისთვის.

კარლიტოს ბოლო მატჩი?
მადრიდის "რეალი" დერბიში "ხეტაფეს" მასპინძლობს, რომელიც ბოლოსწინა ტურში გადარჩა და ახლა აბსოლუტურად უმოტივაციოა. ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ეს მატჩი კარლო ანჩელოტისთვის უკანასკნელიც აღმოჩნდეს "რეალის" თავკაცის პოსტზე.

ანჩელოტიმ პირველ წელს ოთხი ტიტული მოიგო (მათ შორის ასე სანუკვარი "დესიმა"), ახლა კი ხელცარიელი დარჩა. სხვა კლუბში იტალიელს ამის გამო არ დაძრახავდნენ, მაგრამ ეს ხომ "რეალია", სადაც წარუმატებლობას ვერ იტანენ და არც არავის პატიობენ.

საშიში ზონა
"კორდობა" უკვე სეგუნდა დივიზიონშია, დანარჩენ ორ ვაკანტურ ადგილზე კი "პრეტენზიას" ოთხი კლუბი აცხადებს. "დეპორტივოს" და "გრანადას" 34-34 ქულა აქვთ, ხოლო "ალმერიასა" და "ეიბარს" - 32-32.

"ეიბარი" სწორედ უკვე გავარდნილ "კორდობას" ხვდება, მაგრამ ბასკური კლუბი იმდენად უსუსურ მდგომარეობაშია, რომ არ არის გამორიცხული, რომ ვერც ასე მნიშვნელოვან მატჩში იმარჯვოს. დანარჩენი სამეულის გაჭირვებაზე კი ზემოთაც ვისაუბრეთ...

ესპანეთი. ბოლო ტური
შაბათი. 23 მაისი
ლევანტე-ელჩე 18:30
დისკვალიფიკაცია: ჟონათასი (ელჩ)
ტრავმა: უჩე, ბარალი, დიოპი - ალბაკარი, ერერა, ანხელი, ლომბანი, ალვარო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=11-3, (29-21)

ბილბაო-ვილიარეალი 20:30
დისკვალიფიკაცია: რუკავინა, ვიეტო, ჯოვანი (ვილ)
ტრავმა: ეჩეიტა, უილიამსი, მუნიაინი, გომესი, ირაოლა - მარინი, ჩერიშევი, უჩე, მუსაჩიო, პინა, ასენხო
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +7=8-14, (29-44)

ბარსელონა-დეპორტივო 20:30
დისკვალიფიკაცია: ლუიზინიო (დეპ)
ტრავმა: სუარესი (?) - ვილკი, როდრიგესი, პაბლო, ინსუა, ფუერტესი, ფარინია
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +20=7-12, (72-51)

გრანადა-ატლეტიკო 20:30
დისკვალიფიკაცია: მარკესი, ბანგურა (გრან)
ტრავმა: მურილიო, კოლუნგა, ინსუა, რიკი, რობერტო (?), პიტი (?), ედი - ლუკასი, მანჯუკიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +0=1-6, (1-13)

ვალეკანო-სოსიედადი 20:30
დისკვალიფიკაცია: პრიეტო (სოს)
ტრავმა: კაკუტა, ტიტო, ბა - ესტრადა, ზურუტუზა
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +12=5-9, (40-39)

ეიბარი-კორდობა 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აბრაამი, დელ მორალი, ხაიმე, ბორხა (?) - კრჰინი, სუკულინი, ბუსონი, კრესპო, როსი, ბორხა (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +10=7-2, (20-9)

სელტა-ესპანიოლი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რადოია, პლანასი, ერნანდესი, ოუბინია -
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ ? თამაში: +?=?-?, (??-??)

ალმერია-ვალენსია 20:30
დისკვალიფიკაცია: ტრუხილიო - როდრიგო
ტრავმა: ველესი, ნავარო - პერესი (?), გომეში, სალვა
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=2-7, (13-23)

მალაგა-სევილია 20:30
დისკვალიფიკაცია: დარდერი (მალ)
ტრავმა: ჩენი, სამუელი, ფერეირა, ალბერტო, რესკალდანი, ტორესი - კრისტოფორო, პარეხა
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +12=7-10, (39-38)

რეალი-ხეტაფე 22:30
დისკვალიფიკაცია: ლაგო (ხეტ)
ტრავმა: კარვახალი, ბენზემა, რამოსი, მოდრიჩი, ხედირა - იოდა, ვასკესი, ვალერა, ლაფიტა, ველასკესი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +14=2-5, (44-20)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 45 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 41 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ნეიმარი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 20 - კარლოს ბაკა (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული