ლა ლიგა. XXXII ტური: მესის მე-400 და რონალდოს ხუთჯერ 50 [VIDEO]

AutoSharing Option
18 აპრილს ესპანური ლა ლიგის 32-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში "ბარსელონამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. გოლები პირველ და უკანასკნელ წამებზე გავიდა. ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, ყველაფერს კი წერტილი ლიონელ მესიმ დაუსვა.

აღსანიშნავია, რომ მე-10 წუთზე კლაუდიო ბრავომ დანი პარეხოს პენალტი არ გაატანინა.

ეს მესის მე-400 გოლი იყო "ბარსელონას" მაისურით ოფიციალურ მატჩებში. აქედან 278 ლა ლიგაზე მოდის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ჩემი აზრით, შედეგი სამართლიანია. "ვალენსიას" ჰქონდა მომენტები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ მან ეს მომენტები ვერ გამოიყენა. "ვალენსია"
ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ესპანეთში და მან ძალიან გაგვირთულა დღეს საქმე. მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივაღწიეთ და ახლა მომავალ თამაშებზე ვფიქრობთ".

ესპანეთის ჩემპიონმა "ატლეტიკომ" სტუმრად ანტუან გრიზმანის დუბლის წყალობით დაამარცხა "დეპორტივო" - 2:1 და ახლა "ვალენსიას" უკვე 4 ქულით უსწრებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდის "რეალმა" "მალაგასთან" თამაში ცუდად დაიწყო - გარეთ ბეილმა ტრავმა მიიღო და უკვე მე-5 წუთზე გახდა შესაცვლელი. მის მაგივრად გამოსული ხავიერ ერნანდესი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მატჩში. სავარაუდოდ, ბეილი "ატლეტიკოსთან" მატჩს დააკლდება.

ანგარიში კრიშტიანო რონალდოს ჩაწოდების შემდეგ სერხიო რამოსმა გახსნა, მეორე ტაიმში იმავე რონალდოს პასით თავი ხამეს როდრიგესმა გამოიჩინა, თუმცა მანამდე რონალდომ პენალტი ვერ გამოიყენა, ბურთი ძელს გაარტყა. რონალდომ ბოლოს მაინც გაიტანა და სეზონში გოლების რიცხვი 50-მდე (ლა ლიგაში 39) აიყვანა - 3:1.

რონალდო პირველი ფეხბურთელია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ხუთ სეზონში შეძლო 50 და მეტი გოლის გატანა. "რეალის" მაისურით კრიშტიანომ 50 გოლის გატანა მხოლოდ პირველ სეზონში (2009/10 წწ.) ვერ შეძლო, მაშინ ის 33 გოლით დაკმაყოფილდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბარსელონა-ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 სუარესი (1), 2:0 მესი (94)
შენიშვნა: პარეხომ (ვალენსია) ვერ გაიტანა პენალტი - 10

დეპორტივო-ატლეტიკო 1:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (5), 0:2 გრიზმანი (22), 1:2 რიერა (78)

რეალი-მალაგა 3:1
გოლები: 1:0 რამოსი (24), 2:0 როდრიგესი (69), 2:1 ხუანმი (71), 3:1 რონალდო (92)
შენიშვნა: რონალდომ (რეალი) ვერ გაიტანა პენალტი - 67.

ბილბაო-ხეტაფე 4:0
გოლები: 1:0 ადურისი (45-პენ), 2:0 ადურისი (46), 3:0 ი. გომესი (79), 4:0 სუსაეტა (87)
გაძევება: ველასკესი (44. ხეტაფე)

1. ბარსელონა - 78 ქულა; 2. რეალი - 76; 3. ატლეტიკო - 69; 4. ვალენსია - 65; 5. სევილია - 62.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული