მადრიდის "რეალი" 113 წლისაა

AutoSharing Option
დღეს, 6 მარტს საფეხბურთო კლუბ მადრიდის "რეალს" დაარსებიდან 113 წელი შეუსრულდა.

1902 წლის 6 მარტს ფეხბურთის ქომაგთა ჯგუფმა "მადრიდ ფუთბალ ქლაბი" დააარსა. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო, პირველი მწვრთნელი კი - ინგლისელი არტურ ჯონსონი.

"რეალი" ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა.

დღესდღეობით მადრიდის "რეალი" ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მადრიდელები შემდეგ ტიტულებს ფლობენ: ჩემპიონთა ლიგის 10 თასი; უეფას 2 სუპერთასი; უეფას 2 თასი;  ლა ლიგის 32 ტიტული; კოპა დელ რეის 19 თასი;
4 მსოფლიო საკლუბო თასი; ესპანეთის 9 სუპერთასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული