"სევილია" უნაი ემერის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
"სევილიას" ხელმძღვანელობა მზად არის, გუნდის ბასკ თავკაც უნაი ემერის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Goal-ი იუწყება.

ანდალუსიურ კლუბში ემერის მუშაობით კმაყოფილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მეოთხედფინალში "ესპანიოლთან" დამარცხდა და ლა ლიგაშიც მეოთხე ადგილს საკმაოდ ჩამორჩა.

ამჟამინდელი კონტრაქტით, ემერი 2016 წლის ზაფხულამდე მუშაობს "სევილიაში". მას 2017 წლამდე შესთავაზებენ მუშაობის გაგრძელებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული