"ბარსელონა" ჰაქან ჩალჰანოგლუთი დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ლევერკუზენის" ნახევარმცველით, ჰაქან ჩალჰანოგლუთი დაინტერესდა. წყაროს ცნობით, კატალონიურ გრანდში ტრანსფერებზე პასუხისმგებელმა არიედო ბრაიდამ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა.

თურქ ფეხბურთელს ხშირად ადარებენ "ლიონის" ყოფილ ნახევარმცველს, ჟუნინიო პერნამბუკანოს, რადგან ჯარიმების შესრულების დიდი ოსტატია. ჩალჰანოგლუმ შუა კვირას, გერმანიის თასის მეოთხედფინალში სწორედ საჯარიმოთი გაუტანა გოლი "კაიზერსლაუტერნს".

ამ სეზონში ნახევარმცველმა 23 მატჩში ითამაშა და ხუთი გოლითა და ორი შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული