ლა ლიგა. XXVI ტურის წინ: ომი "კალდერონზე"

AutoSharing Option
ჩემპიონატის ლიდერი ბასკეთში უკვე სამეფო თასის ფინალისტ "ბილბაოს" სტუმრობს. თასის მეორე ფინალისტი "ბარსელონა" კი შინ მადრიდულ "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს, რომლის ერთმა ფეხბურთელმა წინა ტურში სწრაფი პოკერით დაგვამახსოვრა თავი.

ტურში ერთი ანდალუსიური დერბიცაა, თუმცა მთავარი მატჩი უთუოდ "ვისენტე კალდერონზე" შედგება - "ატლეტიკოს" და "ვალენსიას" ჯახს მესამე ადგილისთვის ომს დავარქმევდით...

"მესტალია"-"კალდერონი"
გავიხსენოთ "ვალენსიას" და "ატლეტიკოს" პირველი მატჩი, რომელიც "მესტალიაზე" 4 ოქტომბერს გაიმართა და ნუნუ ესპირიტო სანტუს გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 3:1. მაშინ "ღამურების" რიგებში თავი ანდრე გომეშმა და ნიკოლას ოტამენდიმ გამოიჩინეს, ერთიც ავტოგოლი
იყო (მირანდა). დიეგო სიმეონეს გუნდიდან პრესტიჟის გოლი მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა და ეს ყველაფერი "მესტალიაზე" პირველ 30 წუთში ჩაეტია.

ახლა ზემოთ ჩამოთვლილთაგან "ატლეტიკოს" მირანდა არ ეყოლება დისკვალიფიკაციის გამო, ისევე, როგორც მანჯუკიჩის მეწყვილე შეტევაში ანტუან გრიზმანი. ეს ორი დიდი დანაკლისია "ატლეტიკოსთვის", რომელიც "ვალენსიას" ქულითღა უსწრებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.

"ღამურების" რიგებში საეჭვოა ოტამენდის თამაში, რომელიც არათუ "ვალენსიას" ლიდერია, არამედ დღეისათვის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ექიმების თქმით, თუკი არგენტინელი კვირისთვის ფეხზე დადგომას მოასწრებს, ეს მცირე სასწაული იქნება, თუმცა ასეთი სასწაული ოტამენდიმ დეკემბერში ერთხელ უკვე მოახდინა. მოკლედ, გუნდების დანაკლისი რაოდენობრივად არა, მაგრამ ხარისხობრივად, შთამბეჭდავია.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტოქეს ცხოვრება გავუძნელოთ. მეტოქე მოქმედი ჩემპიონია. ასე რომ, ცხადია, ფავორიტი "ატლეტიკოა". თუკი გამარჯვებულის მენტალიტეტით გავალთ მოედანზე, შესაძლოა, სამ ქულასაც გამოვკრათ ხელი", - თქვა "ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა პაკო ალკასერმა.

"რეალის" სტუმრობა ხუმრობა არ გეგონოთ
ბილბაოს "ატლეტიკი" სიხარულისგან მეცხრე ცაზეა, "ესპანიოლი" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და სამეფო თასის ფინალშია. მეტოქე "ბარსელონაა", ამიტომ ბევრი რამის გამო "ბილბაოს" უკვე თავი ქუდში აქვს, მაგრამ ლა ლიგაში მე-10 ადგილი მაინც ძალიან ცუდია ამხელა ტრადიციების გუნდისთვის.

"ატლეტიკი" გახარებულია, მაგრამ "რეალისგან" განსხვავებით, ძალიან დაღლილია.
"სამეფო კლუბმა" უკვე დაიწყო ვარჯიში მომდევნო ტურისთვის. ქარიმ ბენზემამ და მარსელომ თავიდან მხოლოდ ტრენაჟორების დარბაზში ივარჯიშეს, მაგრამ მომდევნო სესიაზე ჯგუფში ფრანგი და ბრაზილიელიც გამოჩნდნენ.

ასე რომ, სავარაუდოდ, ისინი მაინც შეძლებენ ბილბაოში თამაშს. ლუკა მოდრიჩი მწყობრშია და იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ამის საჭიროებას კარლო ანჩელოტი დაინახავს. აი, ხამეს როდრიგესისთვის და სერხიო რამოსისთვის ჯერ თამაში ნაადრევია.

"რეალი" ტოპ-ლიგებში ყველაზე უკეთესად თამაშობს საგარეო მატჩებს - კარლეტოს გუნდს 10 მოგება აქვს, ყველაზე მეტი ექვს საუკეთესო ევროპულ ლიგაში. 9-9 საგარეო გამარჯვება იზეიმეს "ბარსელონამ" და "ბენფიკამ". "რეალის" საგარეო რეკორდი 2013/14 წლების სეზონზე მოდის: 11 გამარჯვება, 38 ქულა და 41 გოლი. ეს რეკორდი აუცილებლად დაემხობა, რადგან "რეალს" უკვე აქვს 10 მოგება, 30 ქულა და 38 გოლი საგარეო მატჩებში.

უნეიმაროდ
ლუის ენრიკეს კრებული შინ "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს, რომელთა რიგებშიც საეჭვოა წინა ტურში პოკერის ავტორის, ალბერტო ბუენოს თამაში.

"ბარსას" კი ბრაზილიელი ნეიმარი არ ეყოლება, მან ყვითლები დააგროვა და ავტომატურად გამოიწერა დისკვალიფიკაცია. თუმცა მაინც "ბარსელონა" აშკარა ფავორიტია და წესით, არ უნდა გაუჭირდეს სამი ქულის მოპოვება. "ბარსელონას" არ ეყოლება თასზე "ვილიარეალთან" დაშავებული სერხიო ბუსკეტსი.

ლა ლიგა. XXVI ტური
პარასკევი. 6 მარტი
ლევანტე-ეიბარი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიოპი (?), ლოპესი (?), ჟასონი (?) - მინერო
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +3=10-7, (15-26)

შაბათი. 7 მარტი
დეპორტივო-სევილია 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტოჩე, კავალეირო (?), სალომაო, პოშტიგა - ბეტო, კარიშო, პარეხა (?), ასპასი (?), კრისტოფორო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +17=10-14, (50-52)

ბილბაო-რეალი 21:00
დისკვალიფიკაცია: სან ხოსე -
ტრავმა: იტურასპე, ბუსტინცა, ლაპორტი (?) - მარსელო (?), კარვახალი (?), რამოსი, როდრიგესი, ბენზემა (?), პეპე (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +10=6-29, (42-106)

ელჩე-ალმერია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პელეგრინი (?), მოსკერა, ჟონათასი (?) - ედგარი, რუბენი, მიჩელი, ტიევი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4=6-8, (20-26)

გრანადა-მალაგა 01:00
დისკვალიფიკაცია: კოლუნგა -
ტრავმა: ნიომი (?), მარე, საქსესი (?), ბანგურა (?), მაინსი (?) - ხუანპი (?), კამაჩო (?), გერა (?), სანჩესი (?), ჩენი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3=0-4, (8-16)

კვირა. 8 მარტი
ბარსელონა-ვალეკანო 15:00
დისკვალიფიკაცია: ნეიმარი - ზე კაშტრო, ბაენა
ტრავმა: ვერმალენი, ბუსკეტსი - ფატაუ, ბუენო (?), ტონიო (?), მორსილიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +14=4-3, (60-15)

სოსიედადი-ესპანიოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: - კანიასი
ტრავმა: ზურუტუზა (?), კასტრო (?), ზალდუა(?), მარტინესი (?), ველა, გომსალესი -
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +14=11-10, (37-33)

ვილიარეალი-სელტა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სორიანო, რუკავინა (?), იოკიჩი, მარინი - ოუბინია, პლანასი(?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5=5-9, (22-25)

ატლეტიკო-ვალენსია 00:00
დისკვალიფიკაცია: მირანდა, გრიზმანი -
ტრავმა: ნიგესი, ხიმენესი (?), სიკეირა (?) - ოტამენდი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +14=13-20, (54-68)

ორშაბათი. 9 მარტი
კორდობა-ხეტაფე 23:45
დისკვალიფიკაცია: პანტიჩი -
ტრავმა: ბუსონი - ბუენდია, ლაფიტა, დიავარა, ლაგო
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=4-3, (11-7)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კარლოს ბაკა (სევილია); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო), ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული