კოპა დელ რეი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩები: ბუსკეტსის საზარელი ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
4 მარტს ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალები გაიმართა. "ბარსელონას" პირველი თამაში 3:1 ჰქონდა მოგებული და მესამე წუთზე ნეიმარმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა "ვილიარეალის" კარში.

თითქოს, ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ "წყალქვეშა ნავმა" გაიბრძოლა და ჯონათან დოს სანტოსმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა. მექსიკელის გოლის ეპიზოდში, პინასთან ორთაბრძოლაში კოჭის საზარელი ტრავმა მიიღო სერხიო ბუსკეტსმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
იხილეთ სერხიო ბუსკეტსის ტრავმა
Sportall.Ge

მეორე ტაიმში ლუის სუარესმა და ნეიმარმა "ბარსას" სტუმრადაც 3:1 მოაგებინეს და "ბარსელონა" ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ბილბაოს "ატლეტიკი" ეყოლება.
იხილეთ მატჩის ვიდეო
Sportall.Ge

ბასკებმა,
შინ "ესპანიოლთან" პირველი ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, სტუმრად ბარსელონაში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და ფინალში გავიდნენ, რომელიც 30 მაისს გაიმართება.

ესპანეთის სამეფო თასი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი
ვილიარეალი-ბარსელონა 1:3 (1:3)
გოლები: 0:1 ნეიმარი (3), 1:1 ჯონათან დოს სანტოსი (39), 1:2 სუარესი (73), 1:3 ნეიმარი (88)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - გასპარი, მუსაჩიო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, პინა, ტრიგეროსი (75. მ. გომესი), ჩერიშევი (69. კემპბელი) - უჩე (62. ჯოვანი დოს სანტოსი), ვიეტო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - მონტოია, პიკე, მასკერანო (76. რაკიტიჩი), ალბა - რაფინია (65. ჩავი), ბუსკეტსი (42. მატიო), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაძევება: პინა (65)

ესპანიოლი-ბილბაო 0:2 (1:1).
გოლები: 0:1 არიც ადურისი (13), 0:2 ხავიერ ეტჩეიტა (42).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული