ლა ლიგა. XXI ტური: გარეთ ბეილს ისევ უსტვინეს [VIDEO]

AutoSharing Option
31 იანვარს ესპანური ლა ლიგის 21-ე ტურის 4 მატჩი გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" კრიშტიანო რონალდოს გარეშე უმასპინძლა დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადს" და 4:1 გაანადგურა.

თამაში რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როცა არიც ელუსტონდომ კასილიასის კარში თავური გაიტანა, თუმცა მას მალევე თავურით უპასუხა ხამეს როდრიგესმა. პირველივე ტაიმში "რეალი" სერხიო რამოსმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა - "რეალი" კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

გარეთ ბეილმა 1-2 შესანიშნავი ეპიზოდი გაანიავა, რისთვისაც "რეალის" ფანებმა მას კიდევ ერთხელ უსტვინეს ტრიბუნები
დან.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "თამაში ცუდად დავიწყეთ და ეს ბოლო დროს ხშირად მოგვდის - "კორდობასთან" და "ატლეტიკოსთან" თასზეც ასე იყო. მატჩის დებიუტში უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეორე ტაიმში სიჩქარეებს მოვუმატეთ და შეხვედრას სრულად ვაკონტროლებდით. ბენზემამ ფანტასტიკურად ითამაშა. ის უდიდესი ოსტატია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" განაგრძობს ლიდერთა დევნას, მადრიდულმა გუნდმა ფერნანდო ტორესის გარეშე სძლია დებიუტანტ "ეიბარს" მისსავე მოედანზე - 3:1.

იპურუას ტალახიან მოედანს სტუმრები უფრო ადრე შეეგუენ, ანტუან გრიზმანმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მარიო მანჯუკიჩმა დუბლი შეასრულა.

მატჩის მიწურულს "ეიბარის" რიგებში თავი გამოიჩინა იტალიელმა ფორვარდმა ფედერიკო პიოვაკარიმ. აღსანიშნავია, რომ "ეიბარი", რომელმაც პირველ 25 წუთში სამი გოლი მიიღო, ბედს არ შეეგუა და ბოლომდე იბრძოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"გრანადამ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ელჩე" და თავი ბოლო ადგილიდან დაიძვრინა.

რეალი-რეალ სოსიედადი 4:1
გოლები: 0:1 ელუსტონდო (1), 1:1 ჯ. როდრიგესი (3), 2:1 ს. რამოსი (37), 3:1 ბენზემა (52), 4:1 ბენზემა (76)

ეიბარი-ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (7), 0:2 მანჯუკიჩი (23), 0:3 მანჯუკიჩი (25), 1:3 პიოვაკარი (89)

გრანადა-ელჩე 1:0
გოლი: 1:0 კორდობა (56)

სელტა-კორდობა 1:0
გოლი: ნოლიტო (56)

1. რეალი - 51 ქულა; 2. ბარსელონა - 47; 3. ატლეტიკო - 47; 4. ვალენსია - 41; 5. სევილია - 39
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული