ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: მესი პრიმერას ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]

AutoSharing Option
22 ნოემბერს ესპანური ლა ლიგის მე-12 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ესპანეთის ჩემპიონმა "ატლეტიკომ" 3:1 დაამარცხა "მალაგა". "ატლეტიკომ" კიდევ ერთი გოლი გაიტანა სტანდარტული მდგომარეობიდან - კოკეს კუთხურს ტიაგოს თავური მოყვა და ანგარიშიც გაიხსნა. შემდეგ ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა თავი. მიუხედავად როკე სანტა კრუსის გოლისა, ყველაფერი თავის ადგილზე დიეგო გოდინმა დააყენა.

"რეალის" შთამბეჭდავი სერია გრძელდება, "სამეფო კლუბი" პირველად ეწვია "ეიბარს" იპურუაში და 4:0 იმარჯვა. ანგარიში ჯეიმს როდრიგესმა გახსნა, ერთი გოლიც ქარიმ ბენზემას ანგარიშზეა.

გრძელდება კრიშტიანო რონალდოს სუპერპოპროდუქციული სერია - მან დუბლი შეასრუ
ლა და ლა ლიგაში გოლების რიცხვი 20-მდე გაზარდა.

ლიონელ მესიმ "კამპ ნოუზე" ანგარიში გახსნა "სევილიას" კარში და ამით ტელმო ზარას რეკორდი გაიმეორა. ანდალუსიელებმა კი გაათანაბრეს, მაგრამ შემდეგ მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა. 72-ზე წუთზე 27 წლის მესი ლა ლიგის ისტორიაში მთავარი ბომბარდირი გახდა.

მეორე ტაიმში ნეიმარმა გამოიჩინა თავი, შემდეგ ივან რაკიტიჩმა ყოფილ გუნდს გაუტანა (მას გოლი არ აღუნიშნავს), ბოლოს კი მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა. ლეოს ანგარიშზე 253 გოლია პრიმერაში.

ლა ლიგა. XII ტური
ატლეტიკო-მალაგა 3:1
გოლები: 1:0 ტიაგო (12), 2:0 გრიზმანი (42), 2:1 სანტა კრუსი (64), 3:1 გოდინი (83)
გაძევება: სამუელი (73. მალაგა), გაბი (88. ატლეტიკო)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეიბარი-რეალი 0:4
გოლები: 0:1 ჯ. როდრიგესი (23), 0:2 რონალდო (43), 0:3 ბენზემა (69), 0:4 რონალდო (83-პენ)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბარსელონა-სევილია 5:1
გოლები: 1:0 მესი (21), 1:1 ალბა (47 ს.კ.), 2:1 ნეიმარი (49), 3:1 რაკიტიჩი (65), 4:1 მესი (72), 5:1 მესი (78)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დეპორტივო-რეალ სოსიედადი 0:0

1. რეალი - 30 ქულა; 2. ბარსელონა - 28; 3. ატლეტიკო - 26; 4. ვალენსია - 24; 5. სევილია - 23.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული