ლუის სუარესი და სხვები "ატლეტიკოს" სამიზნეში

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ზაფხულისთვის ემზადება. ამაზე მეტყველებს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომელთა შეძენაც მადრიდელებს სურთ.

26 თებერვალს "როხიბლანკოს" ხელმძღვანელები, იმ იმედით, რომ კლუბში დამატებით სატრანსფერო თანხებს მოიზიდავდნენ, აზერბაიჯანელ ინვესტორებს შეხვდნენ. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, დიდი ალბათობით, დედაქალაქელები მიზანს მიაღწევენ, რადგან წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა.

შეხვედრა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ენრიკე სერესო, გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილ მარინი, სპორტული დირექტორი ხოსე ლუის პერეს კამინერო და აზერბაიჯანული მხარის ორი წარმომადგენელი ესწრებოდნენ, ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა. სტუმრებს შეხვედრის დასრულების შემდეგ მაგიდაზე დარჩათ "ატლეტიკოსთვის" სასურველ ფეხბურთელთა
სია, სადაც ამ მოთამაშეების ასაკი, სატრანსფერო ფასი, საკონტრაქტო პირობები და სხვადასხვა ინფორმაცია იყო მითითებული.

სია კი მართლაც შთამბეჭდავია: ლუის სუარესი (ლივერპული), ალბერტო მორენო (სევილია), ივან რაკიტიჩი (სევილია), ალექს ვიტსელი (ზენიტი), მაქსიმ გონალონი (ლიონი), მატიო ვალბუენა (მარსელი), ანხელ კორეა (სან ლორენსო) - აი, ის ფეხბურთელები, რომელთა შეძენაც "ატლეტიკოს" სურს. განსაკუთრებით საეჭვო ლუის სუარესის ტრანსფერი მოჩანს, თუმცა დაველოდოთ ზაფხულს და ვნახავთ, რამდენად დაემთხვევა "ატლეტიკოს" ამბიციები კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული