სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
«« სექტემბერი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
პრიმერული ამბები
AutoSharing Option
12:15 08-06-2011
ბარსელონა
ჩემპიონი და ამერიკა

როგორც ჩანს, როგორც კი "ბარსა" ამერიკულ ტურნეს გადაწყვეტს, შტატებში გუნდი ჩემპიონთა თასით ხელდამშვენებული უნდა ჩავიდეს. ასე იყო წინა ორი ტურნეს დროს, 2006 და 2009 წელბში და ასე იქნება ამ ზაფხულსაც. 2006 წელს "ბარსა" 3-წლიანი შესვენების შემდეგ ეწვია ამერიკას. კატალონიელები ლოს ანჯელესს, ჰიუსტონსა და Nნიუ იორკს ეწვივნენ, ეთამაშნენ "მილანს", "იუვენტუსს" და "მანჩესტერ იუნაიტედს". სამი თამაშიდან ბარსამ თითო მოიგო, ფრედ ითამაშა და წააგო.

2009 წელს ლოს ანჯელესში ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "გალაქსის" ეთამაშა, სიეტლში - "საუნდერსს" და სან ფრანსისკოში - "ჩივასს". მაშინ "ბარსამ" ერთი მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. წლეულს ჩემპიონი ვაშინგტონს, მაიამისა და დალასს ეწვევა. 30 ივლისს "მანჩესტერ იუნაიტედს" ეწვევა, 3 აგვისტოს "ჩივასს", ხოლო 6 აგვისტოს "ამერიკას".

პეპი და ჟოზე II
26 აგვისტოს მონაკოს "ლუი II-ზე" ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის - ევროპის სუპერთასისთვის "ბარსელონა" და "პორტუ" იბრძოლებენ. ხოსეპ გვარდიოლას პირველად დაუპირისპირდება ჟოზე მოურინიოს ყოფილი მოწაფე, ახლა კი "პორტუს" წარმატებული ახალგაზრდა მწვრთნელი ანდრე ვილას ბოასი. ეს კლუბები ერთმანეთს მეშვიდეთ ხვდებიან, 4 დაპირისპირება ესპანელებმა მოიგეს, 3 - პორტუგალიელებმა.

სანჩესმა "ბარსა" შეათანხმა
ან ეს კაცი აფერისტია, ან "ბარსას" ფანებს მორიგი ტალანტის შემატებას გილოცავთ! "ალექსის სანჩესმა "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტის საკითხი უკვე მოაგვარა", - განაცხადა მან, მაგრამ როგორ არ უნდა ენდო, როცა ამ ფრაზის ავტორი "უდინეზეს" პრეზიდენტი ფრანკო სოლდატია, კლუბისა, სადაც თამაშობს 22 წლის ჩილელი.

ალექსის სანჩესი "ბარსაში" წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ სოლდატი აცხადებს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გარკვეულია: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ფეხბურთელის ოცნება ასრულდება და ის "ბარსელონაში" ითამაშებს. ჩემი აზრით, ივნისის ბოლომდე კლუბებს შორის მოლაპარაკება ვერ დასრულდება", - განაცხადა სოლდატიმ. "უდინეზე" სამხრეთამერიკელი შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, ჯერი კატალონიურ გრანდზეა.

პუიოლი და ჩავი სიაში
"ოქროს ფეხის" ტიტულისთვის "ბარსელონას" 2 ფეხბურთელი იბრძოლებს: კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი. ეს ტიტული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა, რომლის ასაკიც 29 წელი და მეტია. ჟიური 58 ჟურნალისტისგან შედგება. სხვა კანდიდატები არიან: დევიდ ბექჰემი, ჯანლუიჯი ბუფონი, იკერ კასილიასი, დიდიე დროგბა, სამუელ ეტოო, რაიან გიგზი, რაული და ხავიერ ძანეტი.

ახლა ამათ შორის საუკეთესოს ინტერნეტგამოკითხვის მიხედვით გამოავლენენ, რომელიც 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ გამარჯვებულებს, ტიტულის დაარსებიდან (2003 წ) დღემდე: რობერტო ბაჯო, პაველ ნედვედი, ანდრეი შევჩენკო, რონალდო, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო კარლოსი, რონალდინიო, ფრანჩესკო ტოტი.

მხატვარი და ქველმოქმედი
"ბარსელონა ბ-ს" ფეხბურთელი მარკ ბარტრა, რომელსაც ამ სეზონში დიდ გუნდში დებიუტი ჰქონდა და გოლიც გაიტანა, მხატვრობით ყოფილა გატაცებული. ბარტრამ მონაწილეობა მიიღო კლუბისა და "ეგზით ფაუნდეიშნის" ერთობლივ საქველმოქმედო აქციაში. ამ აქციიდან მთელი შემოსავალი, რომელიც 20 ნახატის გაყიდვიდან შევა, ფონდს გადაეცემა.

ამასობაში "ბარსელონა ბ-ს" 5 ფეხბურთელი ოფიციალურად დაემშვიდობა კლუბს: ნოლიტო, ვასკესი, აბრაჰამი, ედუ ორიოლი და ბენხა. მათ კონტრაქტი დაუსრულდათ.

ბარსას სხვა სიახლეები
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ალან სიმონსენმა დანიის I დივიზიონის კლუბი "ფრედერისია" ჩაიბარა.

ჰოლანდიელმა იბრაჰიმ აფელაიმ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში სულ სხვა ფეხბურთელს ვიხილავთ მისი სახით, გაცილებით გაუმჯობესებულს.

"ელ მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ ალექსის სანჩესის ტრანსფერში შეიძლება "ბარსელონა ბ-ს" ფორვარდი სორიანოც ჩართონ, რომელიც "უდინეზეში" გადავა.
"ბარსას" ვეტერანები ლიგა ფერტიბერიის ფინალში გავიდნენ. ნახევარფინალში მათ "მალიორკას" ვეტერანებს 8:7 მოუგეს. ესკერომ ჰეთ თრიკი შეასრულა, პინილიამ - დუბლი.

იტალიელი მოტომრბოლი ვალენტინო როსი "ბარსას" ნახევარმცველ ჩავის დიდი თაყვანისმცემელია. ჩავი კატალონიის გრან პრის დაესწრო და როსის უგულშემატკივრა, თავის მხრივ როსიმ დიდებული დახვედრა მოუწყო ფეხბურთელს ბოქსებში და მედიის თანდასწრებით ფეხზე აკოცა.

"ბარსელონა ბ-ს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - ეუსებიო საკრისტანი. მან პოსტზე ლუის ენრიკე შეცვალა, რომელიც "რომაში" მიდის. ამავე გუნდში მეკარეთა მწვრთნელი ხუან კარლოს უნსუე იქნება.

"ელ მუნდო დეპორტივო" მაქვსველს "მილანურ" მომავალს უმზადებს.


რეალი
კოენტრაუს დასჯიან, რეალს უჩივლებენ
ცუდად აქვს საქმეები ფაბიო კოენტრაუს - "ბენფიკას" ხელმძღვანელობა გაცოფებულია, იმით, რომ ფეხბურთელი კლუბის ნებართვის გარეშე დაეკონტაქტა "სამეფო კლუბს". კოენტრაუმ რამდენიმე ინტერვიუ მისცა პრესას, "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ. ახლა "არწივთა" ხელმძღვანელობა განაპირა მცველს სადისციპლინო სასჯელს უმზადებს, ხოლო "რეალს" ფიფა-ში ჩივილს უპირებს.

23 წლის ფეხბურთელს ფულადი ჯარიმა ელის, ავრცელებს ინფორმაციას სააგენტო "ლუზა". წინა დღის ლისაბონური კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქყვეყნდა წერილი, რომლის თანახმადაც "ბენფიკას" "რეალთან" კოენტრაუს ტრანსფერზე მოლაპარაკება არ უწარმოებია. იმავე წერილში ნათქვამია, რომ კოენტრაუს საბაზრო ფასი 30 მილიონი ევროა.

ფიგუ უკმაყოფილოა
ლუიშ ფიგუმ გამორიცხა იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში ის ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში აღმოჩნდება. ხორხე ვალდანოს წასვლის შემდეგ, მოურინიომ გარკვეული ავტონომია მოიპოვა. ჟოზე კი ფიგუს 2008-09 წლების სეზონში "ინტერში" წვრთნიდა. ფიგუ 2000-2005 წლებში თამაშობდა "რეალში": "ეს ყველაფერი ჭორია, მადრიდში როგორ წავალ, როცა ზინედინ ზიდანს არ დავუპატიჟებივარ. ამ ჭორებს საფუძველი არა აქვთ, ამ მომენტში თავს ჩინებულად ვგრძნობ "ინტერში", - განაცხადა პორტუგალიელმა.

რეალის სხვა სიახლეები
ლასანა დიარამ განაცხადა, რომ "რეალიდან" მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ პრემიერლიგაში წავა სათამაშოდ. სხვა კლუბებზე კი "რეალს" არ გაცვლის.
სერხიო რამოსმა "მარკასთან" საუბარში თქვა, რომ ჟოზე მოურინიო სწორედ ის მწვრთნელია, რომელიც "რეალს" სჭირდებოდა.

ბრაზილიელმა რონალდომ "რეალის" ხელმძღვანელობას "სანტოსის" ტალანტის, ნეიმარის შეძენა ურჩია.


სევილია
სევილიას თავი დაედგა
გუშინ "სევილიამ" ახალი მწვრთნელი წარადგინა - მარსელინო. 45 წლის მარსელინო გარსია ტორალმა "რასინგში" ჩაამთავრა სეზონი, სადაც თებერვალში მიგელ ანხელ პორტუგალის ნაცვლად მივიდა. მან სანტანდერული კლუბი გავარდნისგან იხსნა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ იქ მუშაობის გაგრძელება იუარა. მან ეს გადაწყვეტილება კლუბის უამბიციო პროექტებით ახსნა. მაშ ასე, მარსელინო უკვე ამბიციურ კლუბშია - "სევილია" მე-5 ადგილს დასჯერდა გასულ სეზონში და ევროპის ლიგაზე უწევს თამაში.

ხოსე მარია დელ ნიდომ, "სევილიას" პრეზიდენტმა ასე ახსნა კლუბის არჩევანი: "მისი კომპეტენცია ეჭვგარეშეა, ფეხბურთის ცოდნა - დიდი, შრომა და პროფესიონალიზმი კი ბევრისთვის სანატრელი, ამასთან ის ძალიან მიზანდასახული მწვრთნელია. ამ ხუთი კარგი თვისების კოკქტეილი კი სამომავლოდ წამრატებას მოუტანს ჩვენს კლუბს".

კოკე სევილიელია
"სევილიამ" წარადგინა ახალი ფეხბურთელიც - მცველი ხორხე ანდუხარ მორენო, იგივე კოკე. ანდალუსიელთა ახალწვეული 24 წლისაა და "რაიო ვალეკანოს" აღზრდილია. მას მხოლოდ ამ კლუბში უთამაშია და მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებმა პრიმერას საგზური მოიპოვეს, კოკემ გაცილებით ამბიციურ "სევილიაში" გადაწყვიტა წასვლა. ახლა, ვისაც კოკეს შეძენა მოუნდება, "სევილიას" 18 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.