RAC1: "ბარსელონა" კოუტინიოს შეუთანხმდა

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონა" და ფილიპე კოუტინიო პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ.

ვერატის ტრანსფერის მიმართულებით წარუმატებლობამ "ბარსელონა" აიძულა "ლივეპრულის" ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს მიბრუნებოდა. კატალონიელთა ამ ქმედების მიზეზი ისიცაა, რომ გუნდში ნეიმარის შესანარჩუნებლად ბრაზილიელი ფეხბურთელების გადმობირებაა საჭირო.

ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა RAC1-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ბარსელონამ" კოუტინიოსთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსამ" "ლივერპულს" ჯერ 80, შემდეგ კი 89 მილიონი ევრო შესთავაზა, მერსისაიდელები კი ბრაზილიელის 100 მილიონზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებენ.

ფილიპე კოუტინიო "ლივერპულში" 2013 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 182 თამაში და 42 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული