მესის ფიზიკურმა ფორმამ "ბარსელონას" მწვრთნელები აღაფრთოვანა

AutoSharing Option
"ბარსელონას" შეკრებაზე გაოცებულები არიან, 30 წლის ლიონელ მესი საუკეთესო ფიზიკურ მონაცემებს აჩვენებს. არც ერთ წინასასეზონო შეკრებაზე არ ჰქონია არგენტინელს ასეთი კარგი მონაცემები, თითქოს, მას მეორე სუნთქვა "გაეხსნა".

ლეომ ამერიკულ შეკრებაზე დაამყარა პირადი რეკორდები ზოგად რბენაში, ასწრაფებებში, მაქსიმალურ დისტანციებზე, სუნთქვით ამტანობაში, ასევე უამრავ სხვა პარამეტრში.

ზუსტი მაჩვენებლები საიდუმლოდ დარჩა, თუმცა "ბარსელონას" ფიზიკური მომზადების მწვრთნელები არგენტინელის სიჩაუქით აღფთოვანებულნი არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული