ნეიმარიადა გრძელდება - მსოფლიოს რეკორდი თუ მსოფლიო დონის აფიორა

AutoSharing Option
კვირის თემა მსოფლიო ფეხბურთში - ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" 222 მილიონ ევროდ გადადის! გადადის?

სპეკულაციები
ამბობენ, რომ პსჟ მზად არის, ეს ტრანსფერი განახორციელოს, ხოლო "ბარსა" თავის მხრივ, აღებული თანხით იმავე პსჟ-დან მარკო ვერატის, ხოლო "მონაკოდან" კილიან მბაპეს დაიბევებს.

ამბობენ, რომ ნეიმარს მოსწყინდა ლეო მესის ჩრდილქვეშ ყოფნა, მას სურს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

ამბობენ, რომ "ბარსელონას" მოსწყინდა ნეიმარის ცხოვრების სტილი, რომელიც პლეიბოის ვარსკვლავისას უფრო წააგავს, ვიდრე ფეხბურთელისას.

უარყოფები
პსჟ ამბობს, რომ 222 მილიონი ევროს გადახდა ფეხბურთელში პრაქტიკულად გამორიცხულია.

"ბარსელონა" ამბობს, რომ ეს
სპეკულაცია პსჟ-ს შემოგდებულია "ვერატის ტრანსფერის" შურისძიებისთვის.

ნეიმარის მამა ამბობს, რომ ტყუილია - მისი შვილი არსად არ მიდის.

რეალობა
ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, ნეიმარ ჯუნიორი ზის "ბარსას" თვითმფრინავში და გუნდთან ერთად ნიუ იორკში მიფრინავს ამერიკულ ტურნეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ის ხო გიჟდება შენზე...
oto-s
17:34 20-07-2017
0
ვერ ვიტან ამ ფეხბურთელს
0

სიახლეები პოპულარული