ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილარი და მისი შვილი, კორუფციის ბრალდებით, დღეს დილით დააპატიმრეს.

ვილიარის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდია ფეხბურთის ფედერაციას დღეს დილით ეწვია და ამ სტუმრობას პრეზიდენტისა და მისი შვილის დაპატიმრება მოჰყვა.

ვილიარის დაპატიმრება იმ გამოძიების შედეგია, რომელიც წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკრეტული ბრალდებების შესახებ, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს წაუყენეს, ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.
მკითხველის კომენტარები / 2 /
megre, უკლებლივ უკან დაგიბრუნდება რა ბოროტებასაც სხვას უსურვებ, ალბათ წინა, მართლა ბანდასთან კავშირები გქონდა, ან არამი ლუკმა გამოგაცალეს პირიდან, იმიტომ ხარ დაბოღმილი
გია-11
14:43 18-07-2017
0
კობიაშვილს და მის ბანდას ფედერაციაში ვუსურვებ თავისი ესპანელი კოლეგის ბედის გაზიარებას და რაც შეიძლება მალე
megre
13:06 18-07-2017
0

სიახლეები პოპულარული