"გუანჩჟოუ" "ბარსელონას": მოიცადეთ იანვრამდე!

AutoSharing Option
ჩინური "გუანჩჟოუს" პრეზიდენტი პაულინიოს "ბარსელონაში" იანვრამდე გაშვებას გამორიცხავს.

"ბარსელონა" რომ 28 წლის ნახევარმცველითაა დაინტერესებული, ამას ყველა მხარე ადასტურებს. თავად პაულინიო კატალონიაში გადაბარგების სურვილს გამოთქვამს, მაგრამ მისი კლუბი ტრანსფერის წინააღმდეგია.

"პაულინიოსთან დაკავშირებით, სეზონის ბოლომდე განსახილველი არაფერია. მისი კარგად გვესმის, თუმცა, იმედი გვაქვს, თავადაც გაგვიგებს. არ შეგვიძლია, საკვანძო ფეხბურთელი შუა სეზონში გავუშვათ.

ვიცით, რომ პაულინიოსთვის ეს ცხოვრებისეული შანსია. ამის მიუხედავად, შუა სეზონში მისი გაშვება გამორიცხულია", - ციტირებს "გუანჩჟოუს" პრეზიდენტის, ში ჟიაინის სიტყვებს Eurosport-ი.

როგორც ჩანს, "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელის გადასაბირებლად "ბარსას" ან გამოსასყიდი
თანხის, 40 მილიონის გადახდა, ან იანვრამდე მოცდა მოუწევს. არადა, კატალონიელებს ფეხბურთელის დაახლოებით 20 მილიონად ზაფხულშივე ყიდვის იმედი ჰქონდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული