"ბეტისი" ადასტურებს - "რეალი" კიდევ ერთ ტალანტს იმატებს

AutoSharing Option
"ბეტისის" პრეზიდენტი ესპანური ფეხბურთს ამომავალი ვარსკვლავის, დანი სებალიოსის მადრიდის "რეალში" გადასვლას ადატურებს.

როგორც ცნობილია, 20 წლის ნახევარმცველით "ბარსელონა" და "რეალი" იყვნენ დაინტერესებულნი და მის გამოსასყიდ თანხას, 15 მილიონ ევროს, ორივე მათგანი იხდიდა. არჩევანი ფეხბურთელს უნდა გაეკეთებინა და თუ სევილიელთა პრეზიდენტს დავუჯერებთ, გამარჯვებული "რეალი" გამოვიდა.

"დანიმ "ბეტისს" ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მან შეთანხმებას "რეალთან" მიაღწია.

როდესაც შენ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობ და ამ დროს სხვა კლუბი მოდის და გამოსასყიდ თანხას იხდის, ბევრის არაფრის გაკეთება შეგიძლია.

უახლოეს
რამდენიმე საათში გვეცოდინება, რას გვთავაზობს "რეალი", - ციტირებს "ბეტისის" პრეზიდენტის, ანხელ აროს სიტყვებს Eurosport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" მზადაა, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელში გამოსასყიდ თანხაზე მეტი, 18 მილიონი გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული