Marca: "რეალმა" "ბარსელონას" აჯობა

AutoSharing Option
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბეტისის" ამომავალი ვარსკვლავი დანი სებალიოსი კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.

20 წლის ნახევარმცველმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიბრწყინა და ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამან "ბარსელონასა" და "რეალის" დაინტერესება გამოიწვია. "ბეტისის" წარმომადგენლები ესპანური გრანდების მხრიდან არსებულ ინტერესს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა.

ესპანური პრესის ცნობით, ყველაფერი უკვე გაირკვა. სებალიოსმა, "რეალსა" და "ბარსელონას" შორის, არჩევანი მადრიდელთა სასარგებლოდ გააკეთა. დედაქალაქში ის ორშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სებალიოსის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევროა, თუმცა "რეალი" 18 მილიონის
გადახდას დასთანხდა, მაგრამ სამ ეტაპად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული