ბუფონის რეზერვისტი "ვალენსიაში" გადავიდა

AutoSharing Option
27 წლის ბრაზილიელი მეკარე ნორბერტო მურარა ნეტო კარიერას ესპანურ "ვალენსიაში" განაგრძობს.

"ღამურების" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "იუვენტუსის" ყოფილ მეკარესთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.

იტალიური პრესის ცნობით, "იუვენტუსი" 7 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი ფასი, შესაძლოა, 9 მილიონამდე გაიზარდოს.

ბრაზილიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის რეზერვისტი ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო. ნეტომ "იუვენტუსში" 22 თამაში ჩაატარა და 5 ტიტული მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული