ესპანეთში ბავშვთა გუნდის მწვრთნელი 25:0 მოგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს

AutoSharing Option
ესპანეთში, ბავშვთა საფეხბურთო გუნდის "სარანოსის" მწვრთნელი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მისმა გაწვრთნილებმა (U11) "ბენიკალაპის" თანატოლებს ანგარიშით 25:0 მოუგეს. ამის შესახებ El Pais იუწყება.

გამარჯვებული კლუბის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ბავშვთა ფეხბურთში დაფიქსირებული ასეთი ანგარიში დამამცირებელია მეტოქე გუნდისთვის და საერთოდ, ფეხბურთს აკნინებს. კლუბში აღნიშნავენ, რომ მწვრთნელი მხოლოდ შედეგზე ფიქრობდა და ამის გამო, მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.

თავის მხრივ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ იზიარებს გათავისუფლებული მწვრთნელი, რომელიც ამბობს, რომ თვითმიზანი მეტოქისთვის მაქსიმალურად ბევრი გოლის გატანა სულაც არ ყოფილა.

ცნობისთვის, ესპანეთის ზოგიერთ რეგიონულ ჭაბუკთა ლიგაში
მატჩის ანგარიში მხოლოდ 10 გოლამდე სხვაობით ფიქსირდება. გატანილ-გაშვებულ გოლებში უფრო დიდი სხვაობა, უბრალოდ, აღარ აღინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული