კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალიდან" მიდის?!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" აპირებს დაარწმუნოს კრიშტიანო რონალდო, სხვა კლუბში არ გადავიდეს.

ადრე პორტუგალიურმა გაზეთმა A Bola-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდოს ესპანეთის დატოვება გადასახადების დამალვის ბრალდების გამო სურს.

Marca-ს ცნობით, პორტუგალიელის შესაძლო გადასვლა არაესპანურ კლუბში დადასტურებული ინფორმაციაა.

"რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სიტუაციის შესახებ უკვე აცნობეს.

რონალდო თვლის, რომ ესპანეთის საგადასახო უწყებები მის მიმართ არასამართლიან და არაპროპორციულ ზომებს მიმართავენ და ამიტომ მან გადაწყვიტა, კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს.

"რეალი" კი აპირებს, ფეხბურთელი დარჩენაში დაარწმუნოს. ადრე "სამეფო კლუბმა" ღიად გამოაცხადა,
რომ რონალდოს მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საგადასახო უწყებები ფეხბურთელს 14.7 მილიონი ევროს გადასახადების დამალვაში ედავებიან.

კრიშტიანო რონალდოს პოტენციურ მყიდველთა პრეტენდენტებად "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ სახელდებიან. ტრანსფერი კი 180 მილიონ ევროდ ფასდება, თუმცა "რეალს" ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც რონალდომ ბოლო 2 წელიწადში გააკეთა,განსაკუთრებით წელს ეს მხოლოდ ძალიან უდიდესი სპორტსმენის ხვედრია.32 წლის ასაკში ისეთი ფორმა აკრიფო რომ ჩ.ლ.-ის ბოლო 3 შეხვედრაში 10 ბურთი გაიტანო ეს ფანტასტიკის სფეროდან უფროა.თან ყველაფერს ასწრებს.ინტერნეტში მაგის ქალების ჩამონათვალია ყველა ნორმალურ კაცს შეშურდება.
ნამდვილი მოვლენა
09:40 17-06-2017
0
გაზეთმა აბოლამ ყველა დააბოლა:)))))
სიოგუნი
09:37 17-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული