ესპანეთის პროკურატურა კრიშტიანო რონალდოს 14,7 მლნ ევროს გადასახადების დამალვას ედავება

AutoSharing Option
ესპანეთის პროკურატურამ კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს 14,7 მლნ ევროს გადასახადებისთვის თავის არიდება ბრალდება.

სარჩელს საფუძვლად საგადასახადო ორგანოების ანგარიში უდევს. ბრალდების თანახმად, რონალდომ 2011 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში, საერთო ჯამში, 14,7 მლნ ევროს გადასახადს აარიდა თავი.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელი საიმიჯო უფლებების რეალიზაციიდან თავისი რეალური შემოსავლების დასაფარავად, 2010 წელს შექმნილ ბიზნესსტრუქტურას იყენებდა. მის თანახმად, რონალდომ საგადასახადო ორგანოებს 2011 წელს 1,4 მლნ ევრო დაუმალა, 2012-ში - 1,7 მლნ, 2013-ში - 3,2 მლნ, ხოლო
2014-ში - 8,5 მლნ!

"რეალის" წარმომადგენლებმა კომენტარისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული