"ბარსელონა" დუგლას კოშტათი დაინტერესდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი დუგლას კოშტა "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ესპანური გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს 26 წლის ბრაზილიელი ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად სჭირდება.

მიუნხენელები კოშტას ტრანსფერს 30 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ 25 მილიონზეც არ არიან უარზე.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კოშტათი ტურინის "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ არიან დაინტერესებულები.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული