სერხიო რამოსი ჟერარდ პიკეს: ბევრს ლაპარაკობ!

AutoSharing Option
23 აპრილს ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. მადრიდის "რეალმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და  2:3 დამარცხდა. 78-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მადრიდელთა კაპიტანი სერხიო რამოსი გააძევა.

- ლა ლიგა. XXXIII ტური: "ბარსელონამ" "ელ კლასიკო" მოიგო და გალიდერდა

მოედნიდან გასვლამდე რამოსმა მსაჯის მიმართ პრეტენზია ირონიული ტაშით გამოხატა, "ბარსელონას" მცველ ჟერარდ პიკეს კი შემდეგი რამ მიაძახა: "ბევრს ლაპარაკობ".

შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიმართ ირონიული ტაშისთვის სადისციპლინო კომიტეტმა "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის გამოც მან "ელ კლასიკო" გამოტოვა.

-
"რეალთან" მოგება იმ გულშემატკივრისთვის გვსურდა, ვინც "იუვენტუსთან" 85-ე წუთზე ტაშს გვიკრავდა"

- ზინეზინ ზიდანი: ასეთ დროს გონება უნდა აამუშაო და მთელი გუნდით თავი დაიცვა
- "რეალის" კარში გატანილი გოლი ლიონელ მესისთვის "ბარსელონას" მაისურით მე-500 იყო
- ივან რაკიტიჩი: ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, მსაჯს რამოსი რომ არ გაეგდო
- ჟერარდ პიკე: "რეალი" სხვანაირ მსაჯობასაა მიჩვეული, რომელიც დღეს არ იყო
მკითხველის კომენტარები / 11 /
ესპანეთში რეალს მსაჯებმა უკვე დაახლოებით 9 ქულა აჩუქეს.ბარსამ იუვესთან წააგო და ეს ფეხბურთია ხდება მარა აფსაიტიდან გასული გოლით და არარსებული წითელი ბარათის ხარჯზე არ თამაშობს ნახევარფინალში. ეს კი უკვე სირცხვილია.რეალს რო ქაჩავენ მაგას რათ უნდა ლაპარაკი.ისიც კი იკადრეს რო ნეიმარი კლასიკოს გარეშე დატოვეს. იგივე გაკეთა რამოსმაც და ვნქხავთ აგერ თუ რაიმეთი დასჯიან
ირაკლი
22:16 26-04-2017
0
იუვესთან თამაშის შემდეგ სად იყავით ბარსას გულშემატკივრები ასეთი მაღალფარდოვანი კომენტარებით? ისე ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ საერთოდ...
((((
21:03 24-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული