მესი და რონალდო ერთმანეთს კოცნიან - ნახატი, რომელიც "ელ კლასიკოს" წინ გამოჩნდა

AutoSharing Option
ბარსელონას ერთ-ერთ ქუჩაზე საინტერესო ნახატი გაჩნდა, სადაც "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავები არიან გამოსახულნი.

ნახატზე ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ერთმანეთს კოცნიან. აღნიშნული ნამუშევარი კი "სტრიტ-არტის" მხატვარს ეკუთვნის, რომელიც ფსევდონიმით Tvboy არის ცნობილი.

მხატვარმა ნამუშევარს სახელიც კი მოუფიქრა: "სიყვარული ბრმაა".

Sportall.Ge

ამ ნახატმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ბარსელონაში მცხოვრები ადამიანები მასთან სურათებს და "სელფებს" იღებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს "ელ კლასიკოდ" წოდებული ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩი გაიმართება, სადაც მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული