როგორ აზარალა "ბარსელონა" ცუდმა ტრანსფერებმა

AutoSharing Option
"ბარსელონა" ძალიან აზარალა ცუდმა ტრანსფერებმა. გუნდის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.

დღევანდელ ჩვენს წერილში გავაანალიზებთ იმ სატრანსფერო პოლიტიკას, რომელიც კლუბმა ლუის ენრიკეს მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ აწარმოა.

2014/15 წლების სეზონი
მივიდნენ: ლუის სუარესი (81 მილიონი ევრო), ჟერემი მატიო (20), ტომას ვერმაელენი (19), ივან რაკიტიჩი (18), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (12), კლაუდიო ბრავო (12), დუგლასი (4 ).
წავიდნენ: ალექსის სანჩესი (42,5), სესკ ფაბრეგასი (33 ), კრისტიან ტელიო (3), ბოიან კრკიჩი (1,5), ჯონათან დოს სანტოსი (1,5), კეირისონი, ისააკ კუენკა (უფასოდ).

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს მისვლა დიდ გარდაქმნებს დაემთხვა. მას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. პეპის ეპოქის შემდეგ ვილანოვა მისი სქემისა და იდეების შენარჩუნებას ცდილობდა. მერე იყო ტატა მარტინოს მიერ ჩატარებული ცუდი პერიოდი. ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, ინგლისში უპრობლემოდ გაეშვა ფაბრეგასი და ალექსისი.

ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი იყო ლუის სუარესის გუნდში მიყვანა, რომელიც ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას იხდიდა მორიგი ვამპირული აქციისათვის. უკვე სეზონის ბოლოს ცხადი გახდა, რომ სუარესის ტრანსფერმა გაამართლა. ასევე გაამართლა რაკიტიჩის გადაბირებამ იმ თანხასთან შედარებით, რომელიც ხორვატში იყო გადახდილი.

კარგად გადაწყდა მეკარის საკითხი. თავგადასავლების მაძიებელი ვიქტორ ვალდესის ნაცვლად გუნდმა იყიდა გამოცდილი კლაუდიო ბრავო და ახალგაზრდა ტერ შტეგენი. სამაგიეროდ, შეცდომა აღმოჩნდა ცენტრალური მცველების, მატიოსა და ვერმაელენის ყიდვა. ამ ტრანსფერების მიუხედავად, დაცვის ცენტრში უალტერნატივოდ დარჩა პიკე-მასკერანოს წყვილი. დუგლასზე კი კატალონიაში სულაც ანეკდოტები შეთხზეს.

2015/16 წლების სეზონი
მივიდნენ: არდა თურანი (34 მილიონი ევრო), ალეიშ ვიდალი (17).
წავიდნენ: პედრო (27), ჟერარდ დეოლოფეუ (6), დენის სუარესი (4), მარტინ მონტოია (1,3), ჩავი, იბრაჰიმ აფელაი (უფასოდ).

აქ ყველაფერი კიდევ უფრო ცუდადაა. თურანმა და ვიდალმა კარიერის ექვსი თვე შესწირეს "ბარსელონაში" მოხვედრას. მათში "ბარსელონამ" სოლიდური თანხა გადაიხადა, სარგებელი კი თითქმის ვერ მიიღო. ვიდალმა ჯერ ვეტერან დანი ალვეშთან წააგო კონკურენცია, მერე კი სერხი რობერტოსთან და სათადარიგოთა სკამზე დაფუძნდა. არდა კი საერთოდ აიჭრა მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიოსთან კონკურენციისას. არავინ იცის, რატომ შეაჩერა "ბარსამ" არჩევანი ამ ფეხბურთელებზე, როცა გუნდში გადასვლის სურვილით იწვოდნენ ფილიპე კოუტინიო და ექტორ ბელერინი.

ამასთან ერთად, "ბარსელონა" საკუთარი აკადემიის რამდენიმე აღზრდილს დაშორდა. ეს იმის ირიბი მინიშნება იყო, რომ მათზე აქცენტი ამიერიდან შედარებით იშვიათად გაკეთდებოდა. ფაბრეგასის შემდეგ "ჩელსიში" პედროც გადავიდა. "ევერტონში" წავიდა დეოლოფეუ, ვინც ახლაც კატალონიური კლუბის სამიზნეშია.

2016/17 წლების სეზონი
მივიდნენ: ანდრე გომეში (35 მილიონი ევრო), პაკო ალკასერი (30), სამუელ უმტიტი (25), ლუკა დინი (16,5), იესპერ სილესენი (13), დენის სუარესი (3,25)
წავიდნენ: კლაუდიო ბრავო (18), მარკ ბარტრა (8), ალენ ჰალილოვიჩი (5), ადრიანი (600 ათასი ევრო), დანი ალვეში, მუნირი (უფასოდ).

არავინ იცის, რას ერჩოდა ლუის ენრიკე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეკარე კლაუდიო ბრავოს, ვინც "სიტიში" გადასვლის შემდეგ ყველასათვის დასაცინ პერსონაჟად იქცა. გარდა ამისა, მეკარის პოზიციაზე მან მიიყვანა ახალგაზრდა, მაგრამ საშუალო მონაცემების მქონე სილესენი.

"ბარსელონამ" 65 მილიონი ევროთი გაამდიდრა "ვალენსია", იყიდა რა ამ გუნდისგან ანდრე გომეში და პაკო ალკასერი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ისინი ახლოსაც ვერ მიდიან "ბარსელონას" სათამაშო დონესთან. არავინ იცის, რატომ გადაიხადა ამხელა ფული კლუბმა იმ ფეხბურთელებში, რომელთაგან ერთმა მხოლოდ ერთი ნორმალური სეზონი ჩაატარა პრიმერაში, მეორე კი ვერაფრით სჯობდა "ბარსას" აღზრდილ მუნირს. შედარებით გაამართლა უმტიტის ტრანსფერმა.

შედეგი
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იოჰან კრუიფმა ჩაყარა საფუძველი, რომლითაც "ბარსელონა" წლების განმავლობაში თამაშობდა. "ლა მასიას" აღსაზრდელები იმავე სქემას იყენებდნენ, რასაც ძირითადი გუნდის ფეხბურთელები. აქცენტი ძირითად გუნდში ამ ბიჭებზე კეთდებოდა და ახალწვეულები მხოლოდ და მხოლოდ ავსებდნენ "ბარსელონას".

დღეს "ბარსა", ბევრი სხვა კლუბის მსგავსად, ბიზნესმანქანად იქცა. ასეთ ვითარებაში კი ძნელია, შეცდომები არ დაუშვა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
kika- მეგობარო მესი აკრიტიკებს მაგ ტრანსფერებს იძახის ანდრე გომეში, თურქი და ფრანგი მცველი გუნდიდან გასაგდებიაო!
burusa
23:27 22-04-2017
0
ბოლო ტრანსფერები დიდწილად ალოგიკური იყო,(როგორც გაშვება ფეხბურთელებისა ისე ყიდვა)დღევანდელი მდგომარეობა გუნდისა ძირითადად ამის ბრალია.
sake
16:35 21-04-2017
0
33 წლის ფეხბურთელი ვეტერანია აბა ვინ არი
gaioz
15:10 21-04-2017
0
დანი ალვესიც ვეტერანია და ჯონ ტერიც? ვეტერანი რას ნიშნავს თუ იცით საერთოდ?!
Gaioz
14:42 21-04-2017
0
ყველა ტრანსფერი 100 პროცენტით არსად არ ამართლებს. ბარსა მაგარია მაინც. ტყუილა ნუ დავუწყებთ კრიტიკას. ფეხბურთია ყოველ წელს ყველაფერს ვერ მოიგებ. ხან ისეა ხან ასე.
kika
14:30 21-04-2017
0
ის, რაც ბარსელონამ ზოგადად განხორციელებული ტრანსფერების შედეგად მოიგო, არაფერია ამ ცრუ ტრანსფერებთან. გუნდი მუდმივად უმაღლეს დონეზე თამაშობს, მუდმივად ფავორიტია ყველა ფრონტზემუდმივად ჰყავს ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები
მმმ
13:41 21-04-2017
0
სიახლეები პოპულარული