ლა ლიგა. XXXII ტური: ლიდერთა ტრიომ იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
15 მარტს ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" ხიხონის "სპორტინგი" 3:2 დაამარცხა, არადა, მატჩის განმავლობაში ზინედინ ზიდანის გუნდი ორჯერ მარცხდებოდა, თუმცა ისკომ და ალვარო მორატამ ორჯერ გაათანაბრეს, ხოლო ბოლო წუთზე ისკომ გამარჯვების გოლი გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდის "ატლეტიკომ" აუტსაიდერი "ოსასუნა" 3:0 გაანადგურა, იანიკ ფერეირა-კარასკომ დუბლი შეასრულა, ბელგიელს ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა, ისევე, როგორც მისმა თანაგუნდელმა თომასმა. მესამე გოლი ბრაზილიელმა მცველმა ფილიპე ლუიშმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" 3:2 დაამარცხა "რეალ სოსიედადი",
ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი სამუელ უმტიტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 44-ე წუთზე პაკო ალკასერმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, თუმცა მალევე ჩაბი პრიეტომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 15 აპრილი
დეპორტივო-მალაგა 2:0
გოლები: 1:0 ხოსელუ (47), 2:0 მოსკერა (67)

სპორტინგი-რეალი 2:3
გოლები: 1:0 ჩოპი (14), 1:1 ისკო (17), 2:1 ვესგა (50), 2:2 მორატა (59), 2:3 ისკო (90)

ატლეტიკო-ოსასუნა 3:0
გოლები: 1:0 ფერეირა-კარასკო (30), 2:0 ფერეირა-კარასკო (47), 3:0 ფილიპე ლუიში (61)
გამოუყენებელი პენალტი: ფერეირა-კარასკო (89. ატლეტიკო), თომასი (90. ატლეტიკო)

ბარსელონა-სოსიედადი 3:2
გოლები: 1:0 მესი (17), 2:0 მესი (37), 2:1 უმტიტი (42 ს. კ.), 3:1 პ. ალკასერი (44), 3:2 ჩაბი პრიეტო (45)

პარასკევი. 14 აპრილი
ბილბაო-ლას პალმასი 5:1

კვირა. 16 აპრილი
ლეგანესი-ესპანიოლი 0:1
ვალენსია-სევილია 0:0
ბეტისი-ეიბარი 2:0
გრანადა-სელტა 0:3


ორშაბათი. 17 აპრილი
ალავესი-ვილიარეალი 22:45

1. რეალი - 75 ქულა; 2. ბარსელონა - 72; 3. ატლეტიკო - 65; 4. სევილია - 61; 5. ვილიარეალი - 54.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული