ნეიმარის რევერანსი პრემიერლიგას თუ... - რატომ ახსენა ინგლისი "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა?

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელმა ლიდერმა ნეიმარმა გამოაცხადა, რომ მომავალში ინგლისის ჩემპიონატში სურს ბედის ცდა. თუმცა კატალონიელთა ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ნეიმარი უახლოეს მომავალს, სავარაუდოდ, არ გულისხმობდა.

"მე მომწონს ინგლისური გუნდების სტილი. მომწონს, როგორ თამაშობენ "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "არსენალი", "ლივერპული"... რომლებიც სულ ჩემპიონობისთვის იბრძვიან. მათ ყველა ტურნირის მოგება უნდათ და ყველას სურს ისეთ მწვრთნელებთან მუშაობა, როგორებიც ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა არიან. პრემიერლიგაში ყოველთვის დაძაბული ბრძოლაა და წინასსწარ არავინ იცის, ურთულესი გამოსაცნობია, ვინ გახდება ინგლისის ჩემპიონი - "ლესტერი" ამისი ნათელი
მაგალითია" - თქვა ნეიმარმა.

"ბარსას" ფეხბურთელისგან, რომელსაც გვარდიოლას ხელქვეით უკვე ნათამაშები აქვს, ინგლისის ჩემპიონატზე ასე აღფრთოვანებით საუბარი ბევრს შესაძლოა, გაუკვირდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, ნეიმარს პრემიერლიგა ხიბლავს და, როგორც ხედავთ, მოურინიოსთან მუშაობის პერსპექტივაც.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასთან" მოგებულ მატჩში ნეიმარმა საგოლე პასების რაოდენობა 19-მდე გაზარდა და ამ მაჩვენებლით 5 წამყვან ევროპულ ჩემპიონატში ლიდერობს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ "ღამურებთან" ლიონელ მესიმაც მშვენივრად ითამაშა, ლეომ დუბლი შეასრულა და არგენტინელი ერთადერთია პრიმერადივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის, ვისაც ბოლო 8 სეზონში 40 ან მეტი გოლი აქვს გატანილი. ბუნებრივია, აქ ყველა საკლუბო ტურნირი იგულისხმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეც წავიკითხე 200 მილიონი გამოყო იუნაიტედმა ნეიმარის საყიდლად და ბრაზილიელის სატრანფერო ფასი 100 მილიონია
Beka Londaridze
22:43 29-03-2017
0
სავარაუდოდ იუნაიტედი უკეთებს შეთავაზებას
.,.,.,
18:32 24-03-2017
0

სიახლეები პოპულარული