ლა ლიგა. XXVII ტური: "რეალი" ლიდერია, დე ფაქტოც და დე იურეც [VIDEO]

AutoSharing Option
ამ სეზონში ორი კიკეს, ფლორესისა და სეტიენის გუნდები გამორჩეულად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. ასე რომ, "ესპანიოლისა" და "ლას პალმასის" 4:3 დიდად გასაკვირი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში სამმა ფეხბურთელმა შეასრულა გოლს+პასი: ხოსე ხურადომ, პაბლო პიატიმ და ჟერარდ მორენომ. მათ შორის ყველაზე გამორჩეულმა, არგენტინელმა პიატიმ სეზონში მე-5 გაფრთხილება მიიღო და შემდეგ თამაშს გამოტოვებს. ალბათ, კანარისკუნძულელები ქულის წაღებას შეძლებდნენ, მსაჯს რომ მასპინძელთა კარში აშკარა პენალტი დაენიშნა.

"ვალენსიას" უკვე ისე აქვს საქმე, რომ ბოლო წუთებზე გადარჩენა ერთ-ერთ აუტსაიდერთან ფეხბურთელებმა ისე აღნიშნეს, თითქოს, ევროსაგზური
მოიპოვეს. დანიელ პარეხომ ამ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა.

უფრო საკვირველია "სევილიას" წაფორხილება შინ დებიუტანტ "ლეგანესთან". ანდალუსიელებს სტევან იოვეტიჩმა უშველათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანტუან გრიზმანი დიდებულად ათამაშდა. სწორედ ფრანგმა მოუტანა "ატლეტიკოს" სამი ქულა ანდალუსიაში "გრანადას" წინააღმდეგ მატჩში.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ძალიან რთული დაპირისპირება იყო. პირველ ტაიმში თანამსაჯმა ორი გოლის გატანა არ დაგვანება, რადგან თამაშგარე მდგომარეობა იქ მოეჩვენა, სადაც არ ყოფილა. მეორე ტაიმში დარტყმას საპასუხო დარტყმა მოჰყვებოდა, ნებისმიერ გუნდს შეეძლო ამისგან ეხეირა. შინ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მიგვაქვს".

"ანოეტაზე" ბასკურ დერბიში კარგად გამოჩნდა, რომ "რეალ სოსიედადისთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ნაადრევია, "ბილბაომ" "ლა რეალი" მიწაზე დაუშვა.

უდიდეს გმირობას დიდი იმედგაცრუება მოჰყვა - "ბარსელონამ", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს 6:1 მოუგო და ტურნირის ისტორია გადაწერა, "რიასორზე" ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლ "დეპორტივოსთან" წააგო, გუნდთან, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინათ ჩაუდგა სათავეში პეპე მელი.

ჩემპიონმა ჩემპიონატში 2 ოქტომბრის მერე წააგო, კატალონიური გრანდი მაშინაც გალისიურ კლუბთან ("სელტასთან" - 3:4) დამარცხდა. ლუის სუარესის გოლმა მეორე ტაიმის დასაწყისში ვერაფერი შეცვალა - 1:2. სხვათა შორის, ასეთი რამ პირველად მოხდა - აქამდე სუარესს თუ გაჰქონდა, "ბარსა" არასოდეს აგებდა. ჰო მართლა, ვარსკვლავური ტრიო არ იყო სრულად წარმოდგენილი "რიასორზე", გუნდს ბოლო მომენტში დააკლდა პსჟ-სთან უნაკლოდ მოთამაშე ნეიმარი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მხოლოდ იმათ, ვისაც გამოუცდია ასეთი მატჩები, როგორიც ჩვენ შუა კვირაში გვქონდა, გაიგებენ, რა ემართებათ ფეხბურთელებს. ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცოდით, მაგრამ წინა მატჩი მაინც დარჩა დიდ ფაქტორად. თავიდან, როცა კარგად დავიწყეთ, შანსები არ უნდა გაგვენიავებინა. ახლა კიდევ არავითარი აზრი არ აქვს თავის მართლებას, მომავალი დაპირისპირებებისთვის უნდა მოვემზადოთ".

თამაშის წინ ზინედინ ზიდანი ამბობდა, რომ კარგა ხანია, რაც "რეალი" ჩემპიონი არ გამხდარა და დროაო, მაგრამ გუნდს კინაღამ ის დაემართა, რაც "ბარსას" გალისიაში.

ეს რომ არ მოხდა, სამი ფეხბურთელის დამსახურებაა - კრიშტიანო რონალდოსი, რომელმაც "ბეტისთან" ანგარიში გაათანაბრა და სევილიელ მცველებს ატერორებდა; სერხიო რამოსის, რომელმაც, ვინ მოთვლის, მერამდენე გამარჯვების გოლი გაიტანა და კეილორ ნავასის, რომლის "სეივმაც" ბოლო წამებზე 2:1 ძალაში დატოვა - "რეალი" ლიდერია, ახლა უკვე მიმდინარე ცხრილშიც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXVII ტური
ესპანიოლი-ლას პალმასი 4:3
გოლები: 1:0 დ. ლოპესი (1), 1:1 მ. ლემოსი (31), 2:1 ჟ. მორენო (45), 2:2 მ. ლემოსი (49), 3:2 პიატი (53-პენ), 4:2 ხურადო (74), 4:3 მ. გარსია (84)
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ხ. ლოპესი, ო. დუარტე, დ. რეიესი, კარიკოლი - პიატი (88. ფუეგო), როკა, დ. ლოპესი, ხურადო - ჟ. მორენო, კაისედო (70. ე. პერესი)
ლას პალმასი (4-2-3-1): რაული - სიმონი, დ. გარსია, ბიგასი, ლოპეში - მ. ლემოსი, ვ. გომესი (68. ტანასუ) - ჰალილოვიჩი (88. ერნანი), ვიერა, ხესე (72. მ. გარსია) - ბოატენგი
მაყურებელი: 17 669

ვალენსია-სპორტინგი 1:1
გოლები: 0:1 ჩოპი (60), 1:1 ელ ჰადადი (85)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მ. მონტოია (63. მინა), გარაი, მანგალა (82. ბაკალი), გაია - სოლერი, პარეხო - კანსელო, ორელიანა, ელ ჰადადი - ძაძა
სპორტინგი ხ. (4-3-3): კუელიარი - დ. პერეირა, მერე, ბაბენი, კანელია - ს. ალვარესი, ვესგა, ნ. კასესი (80. ხ. ტორესი) - კარმონა, ჩოპი (77. კ. კასტრო), ბურგუი (73. ელდერსონი)
გამოუყენებელი პენალტი: პარეხო (55)
მაყურებელი: 28 785

სევილია-ლეგანესი 1:1
გოლები: 0:1 გაბრიელი (3), 1:1 იოვეტიჩი (43)
სევილია (3-4-3): ს. რიკო - კარისო, რამი, ლონგლე (46. ნ'ზონზი) - მარიანო, კრანევიტერი, ფ. ვასკესი (69. იბორა), სარაბია - ვ. მონტოია (46. ვიეტო), იოვეტიჩი, ხ. კორეა
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ბუსტინცა, მანტოვანი, სიოვასი, ტიტო - რ. პერესი, მორანი - ელ ჟარი, გაბრიელი (91. პ. ინსუა), შიმანოვსკი (63. მაჩისი) - გერერო (68. ლუსიანო)
გაძევება: ფედალი (72)
მაყურებელი: 31 738

მალაგა-ალავესი 1:2
გოლები: 0:1 ფედალი (39), 1:1 ხუან კარლოსი (71), 1:2 ე. მენდესი (91)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, დემიკელისი, ლ. ერნანდესი, მ. ტორესი (59. ხუან კარლოსი) - კეკო (46. ონტივეროსი), ნაჩო კამაჩო, ხ. როდრიგესი, გ. კასტრო - ს. რამირესი (76. ენ-ნესირი), შარლესი
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ლაგუარდია, ფედალი, რ. გარსია (70. ვიგარაი) - მ. ლორენტე, მ. გარსია - ტოკერო (61. ე. მენდესი), კამარასა, იბაი (74. ელი) - დეივერსონი
გაძევება: ფედალი (72)
მაყურებელი: 23 716

გრანადა-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 გრიზმანი (84)
გრანადა (5-4-1): ოჩოა - ფულკიე, სონიე (86. მალე), ინგასონი, გ. სილვა, ლიტრი (77. კუენკა) - ბოგა, აგბო, ვაკასო, ა. პერეირა - ა. რამოსი (57. კრავეცი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ს. ნიგესი, თომასი (46. ა. კორეა), გაიტანი (60. ხ. ხიმენესი) - ფერეირა-კარასკო (86. ვრსალიკო), გრიზმანი
გაძევება: ვაკასო (94)
მაყურებელი: 18 887

სოსიედადი-ბილბაო 0:2
გოლები: 0:1 რაულ გარსია (28), 0:2 ვილიამსი (56)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა (86. გრანერო) - ველა, ხუანმი (57. ოლა ჯონი), ოიარზაბალი (74. კანალესი)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ს. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი (74. იტურასპე) - ლეკუე, რაულ გარსია, მუნიაინი (60. ადურისი) - ვილიამსი (88. დე მარკოსი)
მაყურებელი: 25 652

დეპორტივო-ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 ხოსელუ (40), 1:1 ლ. სუარესი (46), 2:1 ბერგანტინიოსი (74)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი (86. ლაურე), ალბენტოსა, არიბასი, ფ. ნავარო - ბერგანტინიოსი, ბორხესი - გამა (71. კაკუტა), ხილი (62. ჩოლაქი), ფახრი - ხოსელუ
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - ანდრე გომეში (58. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, დ. სუარესი (77. პ. ალკასერი) - მესი, ლ. სუარესი, არდა თურანი (58. ინიესტა)
მაყურებელი: 28 473

სელტა-ვილიარეალი 0:1
გოლი: 0:1 სოლდადო (45)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, ს. გომესი (82. ვასი), რონკალია, პლანასი - მ. დიასი, რადოია (69. ასპასი) - ჰიულსაგერი (59. ბოვიუ), ხოსაბედი, ბონგონდა - ჯ. როსი
ვილიარეალი (4-4-2): ა. ფერნანდესი - მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონ. დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, რ. სორიანო (89. რ. ერნანდესი) - სოლდადო (71. სანსონე), ბაკამბუ (81. კასტილიეხო)
მაყურებელი: 16 651

რეალი-ბეტისი 2:1
გოლები: 0:1 კ. ნავასი (25 ს. კ.), 1:1 რონალდო (41), 2:1 ს. რამოსი (81)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ს. რამოსი, მარსელო - ხ. როდრიგესი (69. ლ. ვასკესი), მოდრიჩი, კროოსი, ისკო (79. ასენსიო) - მორატა (71. ბენზემა), რონალდო
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი, მანდი (84. რ. ნავარო), პეცელა, ტოსკა, დურმისი - ბრაშანაცი (86. ალეგრია), პარდო, სებალიოსი - სანაბრია, რ. კასტრო (64. პეტროში)
მაყურებელი: 73 103

ორშაბათი. 13 მარტი
ოსასუნა-ეიბარი 23:45

ბომბარდირები: 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - იაგო ასპასი (სელტა); 13 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
17 მარტი:
ლას პალმასი-ვილიარეალი;

18 მარტი:
ეიბარი-ესპანიოლი, ბილბაო-რეალი, ალავესი-რეალ სოსიედადი, ბეტისი-ოსასუნა;

19 მარტი:
ლეგანესი-მალაგა, ატლეტიკო-სევილია, სპორტინგი-გრანადა, დეპორტივო-სელტა, ბარსელონა-ვალენსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული