რატომ უშლის ხელს "ბარსელონას" ლიონელ მესის გენიალურობა?

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახლა საუკეთესო დღე არ უდგას. გუნდში რომ ყველაფერი რიგზე ვერაა, ეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველმა მატჩმაც დაადასტურა "პარი სენ-ჟერმენთან". ჩვენს წერილში შევეცდებით, "ბარსას" კრიზისის მიზეზები მოვიძიოთ.

რა შეიცვალა ბარსელონაში ბოლო წლებში?
"ბარსელონას" სათამაშო სტილი წლების განმავლობაში არ იცვლება. ყველა მწვრთნელს შეჰქონდა მასში გარკვეული ცვლილებები, მაგრამ მხოლოდ კოსმეტიკური. ახლა ჩვენი მიზანია, უფრო მრავალფეროვნები გავხდეთ. მაგალითად, ყველა შეეჩვია იმას, რომ ჩვენ შეტევაში უფრო აგრესიულები ვართ მას შემდეგ, რაც გუნდში ლუის სუარესი გამოჩნდა", - თქვა ცოტა ხნის წინათ ლიონელ მესიმ.

რა შეიცვალა
გუნდში ლუის ენრიკეს მისვლის შემდეგ? რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსელონა" უარს ამბობს ბურთის კონტროლზე, მაგრამ ამასთან ერთად, თვალში საცემია ისიც, რომ თუ ლუის ენრიკეს პირველ სეზონში ბურთის კონტროლი და კონტრშეტევები ეხამებოდა ერთმანეთს, ახლა გუნდის მთავარ იარაღად კონტრშეტევებია ქცეული.

ცოტათი, მაგრამ მაინც მოიკლო "ბარსელონას" მიერ მატჩის განმავლობაში ბურთის კონტროლის პროცენტულმა რაოდენობამ. დღეს ეს მაჩვენებელი 62,1 პროცენტია. ეს ბოლო წლების მანძილზე უარესი მაჩვენებელია. არადა, ამ მაჩვენებლითაც კი "ბარსა" დღეს პირველია ლა ლიგაში.

შედარებით ხშირად უწევს "ბარსელონას" დაცვაში თამაში. ეს კი გუნდის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. ახლა სიტყვა მივცეთ ჟერარდ პიკეს:

"როცა ჩვენ დაცვაში ხშირად გვიწევს თამაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქმე კარგად არ მიგვდის. ჩვენ არ ვართ "ატლეტიკო", რომელიც ამ სტილში თამაშისას თავს შესანიშნავად გრძნობს.

ჩვენ ძალიან ცუდად ვთამაშობთ საჰაერო ორთაბრძოლებისას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სტანდარტული მდგომარეობა ჩვენს კართან სახიფათოა. თუ მიწინააღმდეგე გუნდში თამაშობენ 1,90 სანტიმეტრის და უფრო მაღალი ფეხბურთელები, მაშინ ჩვენი საქმე წასულია.

ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ თავი, როცა მოწინააღმდეგე ჩვენს საჯარიმოშია," - ვერაფერს იტყვი, ამომწურავი ახსნაა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც პიკე საუბრობს. "ადრე ჩვენ გაცილებით იშვიათად ვკარგავდით ბურთს, ახლა კი ასე აღარ არის. თქვენ ხშირად ნახავდით ფლანგზე მოთამაშე ინიესტას, რომელიც ეხმარებოდა ფრთის ფეხბურთელებს. ჩავის კი მაგრად ეჭირა ბურთი შუაში. ამასთან ერთად, ჩვენ გვჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ბევრს იმუშავებს შუა ხაზში", - აგრძელებს ჟერარდი.

მართლაც, "ბარსელონას სამი სუპერშემტევი ხშირად, ნებსით თუ უნებლიეთ, თავს არიდებს "შავი სამუშაოს" შესრულებას. ხოლო რას ერჩის ლუის ენრიკე ივან რაკიტიჩს, ეს ყველასათვის დიდ გამოცანად რჩება. მას ამ სამუშაოს შესრულება ძალიან კარგად შეუძლია.

ახლა რაც შეეხება მესის. პეპ გვარდიოლას დროს არგენტინელი ძირითადად ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, ოღონდ მას მინდორზე უფრო "თავისუფალი მხატვრის" როლი ჰქონდა მორგებული.

მისი ძირითადი მოწინააღმდეგე ცენტრალური მცველი ვერაფერს უხერხებდა არგენტინელის გაუთავებელ გადაადგილებებს და ლეო ხან თვითონ გადიოდა დასარტყმელ პოზიციაზე და გაჰქონდა გოლი, ხანაც მისი პარტნიორები სარგებლობდნენ ამით.

ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ მესი ძველებურად სასარგებლო ვეღარაა მას შემდეგ, რაც ისევ ფლანგს დაუბრუნდა. ამაში მესი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, მაგრამ ფაქტია, რომ "ბარსელონაში" ის დღემდე რჩება ლიდერად და ეს განსაკუთრებით საცნაური ხდება გუნდისათვის შედარებით რთულ სიტუაციაში. ყველა მესის ეძებს, თითქმის ყველა საკვანძო მომენტში პასი მესისკენაა მიმართული.

რატომ აღარ მუშაობს პრესინგი?
ალბათ, ლუის ენრიკეს გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ "ბარსელონას" მიერ ორგანიზებული პრესინგი ძველებურად აღარ მუშაობს. მეტოქეები უსხლტებიან ამ პრესინგს და მერე იწყება ის პრობლემები, რომელთა თაობაზეც ჟერარდ პიკემ ზემოთ ილაპარაკა.

რატომ აღარ მუშაობს ძველებურად "ბარსელონას" ეს მრისხანე იარაღი? ასეთ შემთხვევაში ალბათ სერხიო ბუსკეტსის ტრავმას უნდა დავეყრდნოთ, მაგრამ დაბრუნდა სერხიო და პრობლემა არსად წასულა.

ახლა მკითხველს უნდა შევთავაზოთ ერთი მეტად საკამათო ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ამ პრესინგის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ჩავის არყოფნა. დაბნეული მკითხველი იკითხავს, რა შუაშია აქ ჩავი? ის ხომ არასოდეს იყო განსაკუთრებით მორბენალი ფეხბურთელი.

აქ საქმე სხვა რამეშია. ჩავისთან ერთად "ბარსელონას" იმდენ ხანს ეჭირა ბურთი, რომ მოწინააღმდეგე გუნდი იღლებოდა და მას აღარ ჰქონდა ბურთის ართმევისათვის ბრძოლის თავი.

საშველი
აქ ორი გზაა. პირველის მიხედვით "ბარსელონას" სჭირდება ახალი მწვრთნელი და ამას უკვე ფეხბურთელებიც აღარ მალავენ. მართალია, ჯერაც ინკოგნიტოდ, მაგრამ ისინი მოითხოვენ ახალი მწვრთნელის დანიშვნას. ახალ მწვრთნელთან ერთად გუნდს სჭირდება ახალი ფეხბურთელები.

გზა მეორე: ლუის ენრიკე დარჩება, ოღონდ "ბარსას" ძალიან სჭირდება ახალი ფეხბურთელები. განსაკუთრებით, დაცვაში. ასეთი დაცვით ძალიან ძნელია უმაღლესი მიზნებისათვის ბრძოლა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი გაცილებით პროდუქტიულია ვიდრე წინა წლებში. ეხლა ცენტრშიც არის, ფლანგზეც და შუაშიც. პასსაც თვითონ აძლევს და გოლიც გააქვს. ბოლო 10 ქულა მესიმ მოუტანა ბარსას. დგეისათვის ევროპაში პირველია გატანილი გოლების და შედეგიანი გადაცემების მიხედვით (გოლს+პასი). ესეთ ფეხბურთელზე კი სტატიის ავტორი ამბობს რომ ის პროდუქტიული არ არის და ხელს უშლის ბარსელონას.
lasha
13:00 01-03-2017
0
barsas utkvenotac eshveleba. tkven is tkvit chven ra gveshveleba tore.
kkkk
12:01 01-03-2017
0

სიახლეები პოპულარული