მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა "ბარსელონა" გაწვრთნას

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, მასიმილიანო ალეგრი დაინიშნოს, ვინც ამჟამად ტურინის "იუვენტუსში" მუშაობს.

Calciomercato.com-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა, რომელსაც ალეგრისთან კარგი ურთიერთობა ჯერ კიდევ "მილანში" ერთობლივად საქმიანობის დროს ჩამოუყალიბდა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ურჩევს, არჩევანი სწორედ 49 წლის იტალიელ სპეციალისტზე გააკეთოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს სავარაუდო შემცვლელებად რონალდ კუმანი (ევერტონი) და მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი) განიხილებიან.

რაც შეეება ალეგრის, მისი მიწვევით ასევე დაინტერესებულია ლონდონის "არსენალი", რომელსაც მწვრთნელთან უკვე კონტაქტიც ჰქონდა.

ალეგრის "იუვენტუსთან" კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევრით
აკავშირებს, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება ხმები, რომლის თანახმად, მასიმილიანო ტურინულ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული