ლა ლიგა: "სამეფო კლუბი" "მესტალიაზე" დაეცა [VIDEO]

AutoSharing Option
* ჩემპიონატის გამოტოვებულ მატჩში "ვალენსიამ" 2:1 დაამარცხა "რეალი".
* ეს თამაში დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ "რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობდა იაპონიაში.
* 2016 წელს "სამეფო კლუბმა" სულ ორი მატჩი დათმო, წლეულს უკვე - სამი.
* კრიშტიანო რონალდომ საკლუბო ფეხბურთში მე-700 მატჩი ჩაატარა.

მადრიდის "რეალმა" საკლუბო რეკორდი კი გაიუმჯობესა - ზედიზედ 43-ე მატჩში შეძლო გატანა, მას მერე, რაც კრიშტიანო რონალდომ 2011 წლის კოპას ფინალის ტყუპისცალი გოლი გაიტანა თავურით, მაგრამ სხვა დანარჩენი, რაც კი ზინედინ ზიდანის გუნდს შეემთხვა "მესტალიაზე", მისთვის პოზიტიური არ
ყოფილა.

"ვალენსიამ" მატჩის პირველ ნახევარ საათში ორი ახალწვეულის მოწადინების წყალობით, 2:1 იმარჯვა.

გოლები, სიმონე ძაძამ და ფაბიან ორელიანამ შეაგდეს, ჩილელის გოლი საბოლოოდ გადამწყვეტი კი აღმოჩნდა, მაგრამ იტალიელის გასროლა იყო სუპერლამაზი. მაშ ასე, "სამეფო კლუბმა" ვერ გამოიყენა ორიდან ერთი გადმოტანილი მატჩი და "ბარსასთან" 1-ქულიან უპირატესობას ვერაფერი მოუმატა. ამით, ვოროს "ვალენსიამ" ჩემპიონატს დაუბრუნა ჯერ კიდევ ბოლომდე არდაკარგული საჩემპიონო ინტრიგა.

"მესტალიაზე" თამაში გიჟური გამოდგა, საოცარ ტემპში, ორმხრივ იერიშებში, ლიდერის უპირატესობით, მაგრამ "ღამურების" სუპერმწვავე ჩხვლეტებით, ფეხბურთელები არც ერთმანეთს ზოგავდნენ და არც საკუთარ თავს. "ვალენსიას" იმდენი აქვს დაკარგული, რომ ამ მოგებამ მხოლოდ მე-14 ადგილზე გადაიყვანა და გავარდნის საფრთხეც ჯერ კიდევ საკმაოდ რეალურია.

სხვათა შორის, "რეალმა" 2017 წელს უკვე მეტი მატჩი წააგო, ვიდრე შარშან (სამი ორთან).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვალენსია-რეალი 2:1
გოლები: 1:0 ძაძა (4), 2:0 ორელიანა (9), 2:1 რონალდო (44)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - კანსელო, გარაი, მანგალა, გაია - პარეხო, ე. პერესი - ელ ჰადადი, ორელიანა (56. სოლერი), ნანი (39. სიკეირა) - ძაძა (74. მ. სუარესი)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი (73. ნაჩო), ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (76. ლ. ვასკესი) - ხ. როდრიგესი (62. ბეილი), ბენზემა, რონალდო
მაყურებელი: 45 833
მკითხველის კომენტარები / 2 /
საკლუბო დონეზე ჩატარა 700
0
700 მატჩი რეალის მაისურით არავის ჩაუტარებია. რა სისულელეებს წერთ?
zura
12:59 23-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული