პატივს არ მცემდნენ - დანი ალვეშმა "ბარსელონადან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა

AutoSharing Option
დანი ალვეშმა "ბარსელონადან" წასვლის მერე პირველი კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა კატალონიური გუნდის დატოვება, რა იყო ამის რეალური მიზეზი.

როგორც იცით, ბრაზილიური "ბაიას" აღზრდილი ალვეში 2002-08 წლებში "სევილიაში" თამაშობდა, საიდანაც "ბარსელონაში" გადავიდა და იქ დაახლოებით 8 წელიწადი გაატარა, მაგრამ გასულ ზაფხულს 33 წლის მცველმა "კამპ ნოუ" დატოვა და ტურინის "იუვენტუსში" ჩაირიცხა.

"მე მომწონს, როდესაც გუნდს ვუყვარვარ. ხოლო, როდესაც ჩემი დანახვა არ სურთ და იქ ჩემი ყოფნა არ სიამოვნებთ, მივდივარ. "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსვლა ჩემთვის დიდი გაკვეთილი გახდა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ მესმოდა: "ალვეშს წასვლა უნდა".

ამაზე წერდნენ და ამაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა უფროსობა არაფერს მეუბნებოდა. ისინი უსამართლოდ, არასწორად მომექცნენ და უმადურობა გამოიჩინეს. კლუბის ხელმძღვანელები პატივს არ მცემდნენ.

კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ მაშინ შემომთავაზეს, როდესაც ფიფამ გუნდს სატრანსფერო აკრძალვა დაუწესა. მაშინ მე მოვაწერე კონტრაქტს ხელი, მაგრამ მივხვდი, რომ წასვლის დრო მოდიოდა. კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მოთამაშეებთან" - განაცხადა განაწყენებულმა დანი ალვეშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაწყდა ადამიანს გული .წასვლა არ სურდა და იძულებულითუ გახადეს რა გასაკვირია თუ იტირა...აბა ფეხზე რომ კიდებოდა სხვა გამომეტყველებით წავიდოდა
dato
22:36 21-02-2017
0
პატივს არ მცემდნენოო და ბარსელონადან როცა მიდიოდა ტიროდა
gocha
19:47 21-02-2017
0

სიახლეები პოპულარული