"ბარსელონას" "ატლეტიკოსთან" გამარჯვება ძვირად დაუჯდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსთან" ნახევარფინალურ რაუნდში გამარჯვება ძვირად დაუჯდა "ბარსელონას", წითელი ბარათების გამო სამეფო თასის ფინალს სერხი რობერტო და ლუის სუარესი (თუმცა სუარესის გაძევება შეიძლება გააპროტესტონ) გამოტოვებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო არგენტინელი ხავიერ მასკერანო კარგა ხნით დააკლდება გუნდს.

მასკერანოს გამოსაჯანმრთელებლად 15-20 დღე დასჭირდება. ასე რომ, იგი აუცილებლად გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ (14 თებერვალს).

ისე, "კამპ ნოუზე" "ატლეტიკოც" დაზარალდა, დიეგო გოდინი ისე დაიმტვრა, რომ 2 კვირით იძულებით დაისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული