კოპა დელ რეი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "ბარსა" ფინალში გაძვრა [VIDEO]

AutoSharing Option
თითქოს, დაძაბულ ბრძოლას აღარაფერი მოასწავებდა - სათასო ნახევარფინალის პირველი თამაში "ბარსელონას" "ვისენტე კალდერონზე" ჰქონდა მოგებული 2:1.

ამას დაერთო ლუის სუარესის გოლი ტაიმის მიწურულს, მაგრამ, საბოლოოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბარსა" ფინალში რის ვაი-ვაგლახით გაძვრა.

დიეგო სიმეონეს ცვლილებებმა შედეგი გამოიღეს და "ატლეტიკომ" მეტოქეს შტურმის მსგავსიც მოუწყო. შეცვლაზე გამოსულმა კევინ გამეირომ გაათანაბრა, 3 წუთით ადრე მასვე პენალტიც რომ გაეტანა სილესენის კარში, თამაში დამატებით დროში გადავიდოდა. "ბარსელონამ" მატჩი 9 კაცის ამარა დაასრულა, "ატლეტიკომ" - ათის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბარსელონა-ატლეტიკო 1:1 (2:1)
გოლები: 1:0 ლ. სუარესი
(43), 1:1 გამეირო (83)
ბარსელონა (4-3-3): სილესენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - დ. სუარესი (62. მასკერანო), რაკიტიჩი (72. ინიესტა), ანდრე გომეში - მესი, ლ. სუარესი, არდა თურანი (70. ბუსკეტსი)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, გოდინი (49. ლ. ერნანდესი), სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაიტანი (48. ა. კორეა), ს. ნიგესი, კოკე, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, ფ. ტორესი (61. გამეირო)
გაძევება: ს. რობერტო (57), ფერეირა-კარასკო (69), ლ. სუარესი (90)
გამოუყენებელი პენალტი: გამეირო (80)
მაყურებელი: 67 734

ოთხშაბათი. 8 თებერვალი
ალავესი-სელტა 23:59 (0:0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ მომენტები ხომ აქ დევს.სუარესი თამაშგარეში არ იმყოფებოდა,მაგრამ გრიზმანის გოლიც ჩასათვლელი იყო.
სოსო
11:13 08-02-2017
0
ამ სტატიის ავტორები ან თამაშს არ უყურებენ ან ბარსას ულტრასები არიან... სურესის თამაშგარეზე რატო არ ამბობთ არაფერს???
0

სიახლეები პოპულარული