ლა ლიგა. XXI ტური: შტორმი და ფეხბურთი [VIDEO]

AutoSharing Option
უჩვეულოდ დაიწყო ლა ლიგის მორიგი ტური, უფრო ზუსტად, ვერ დაიწყო - გალისიის სანაპიროს შტორმმა გადაუარა, რის გამოც ლა კორუნიაში "რიასორის" სტადიონის ჭერი ნაწილობრივ ჩამოინგრა და ტრიბუნებიც დააზარალა. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი თამაშამდე ("დეპორტივოს" "ბეტისისთვის" უნდა ემასპინძლა), დილით მოხდა...

გალისიაში არც ეს დაპირისპირება შედგა და არც კვირის მატჩი "სელტასა" და "რეალს" შორის. "ბალაიდოსის" (ამ სტადიონზეც დაზიანდა ჭერი) ადმინისტრაციამ ფანებს უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცა. "სამეფო კლუბს" ძალიან სურდა, მატჩი არ გადადებულიყო და მასპინძლებს სტადიონის ნაწილის დახურვაც კი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ასე
რომ, "რეალს" ახლა რეზერვში უკვე ორი მატჩი აქვს და უახლოეს კონკურენტს მხოლოდ ქულითღა უსწრებს.

"ბარსელონას" "ბილბაომ" წინააღმდეგობა სათანადოდ ვერ გაუწია, თუმცა ძალიან სასიხარულო იყო ბასკთა შორის იარაი ალვარესის გამოჩენა. ამ მცველს არცთუ დიდი ხნის წინათ სათესლე ჯირკვლების სიმსივნე დაუდგინდა, ფეხბურთელმა ოპერაცია გაიკეთა და აგერ, მოედანსაც დაუბრუნდა.

ლუის ენრიკემ შემადგენლობაში ექსპერიმენტები მოაწყო, თუმცა ეს გუნდის თამაშს არ დასტყობია. კარგი იყო ნეიმარი, რომელმაც პაკო ალკასერის პირველი გოლი პრიმერაში "ბარსელონას" მაისურით თავიდან ბოლომდე შექმნა. შემდეგ ლეო მესიმ გაიტანა საჯარიმო ძალზე მახვილი კუთხიდან. ამ ეპიზოდში არ დავუკარგოთ "წვლილი" გორკა ირაისოსსაც. მეორე ტაიმში ალეიშ ვიდალმა ბასკები კონტრშეტევაზე დაიჭირა. "ბარსელონა" პირველი გუნდი გახდა ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომელმაც სეზონში 100 გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრებაში), რამდენიმე წუთში მას ფრანგული "მონაკო" შეუერთდა. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო კატალონიელთათვის, გარდა იმისა, რომ რაფინიას ცხვირი გაუტეხეს.

ლუის ენრიკემ არ გააკეთა კომენტარი, თუ რატომ შეცვალა მესი 64-ე წუთზე, მატჩზე კი ილაპარაკა: "ბილბაოსთან" თამაში არასოდეს არის იოლი. როცა "ბილბაოს" ეთამაშები, ეს იმას ნიშნავს, რომ მოედნის ყველა მონაკვეთზე ბრძოლა იქნება. მაგრამ მომენტებს მაინც ვქმნიდით და გოლებიც გავიტანეთ. "ატლეტიკთან" კარს რომ მშრალად შეინახავ, ეგ იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდული დერბი, რომელსაც ისტორია არა აქვს - ასეთია "ატლეტიკოსა" და "ლეგანესის" დაპირისპირება. თამაშიც ნაკლებად ჰგავდა დერბის, "ატლეტიკომ" "მცირე სისხლით" გაიმარჯვა - 2:0. მატჩის გმირი "ელ ნინიო" იყო, ფერნანდო ტორესმა ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც ანტუან გრიზმანმა კი გაანიავა, მაგრამ დამატებაზე ისევ ტორესმა იყოჩაღა. მეორე ტაიმში ანხელ კორეას პასით "ელ ნინიომ" თავის სტილში გაიტანა და სეზონში მეორე დუბლი შეასრულა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ფერნანდოს ოთხი ფანტასტიკური დღე ჰქონდა. იმედია, ის ასე გააგრძელებს. ორივე ტაიმში კარგი მომენტები დავინახე ჩვენი გუნდის თამაშიდან. დავიწყეთ კარგად, მერე ცოტა მოვდუნდით და შემდეგ ისევ მოვუმატეთ. მაგრამ ეს ნორმალურია, როცა სამი დღის წინათ გაქვს ნათამაშები".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვალენსიას" ცუდი დროება გრძელდება, მეტიც, ახლა უარესი სიტუაციაა, გუნდი "მესტალიაზე" "ეიბართან" 0:4 განადგურდა. მართალია, პირველ ტაიმში "ღამურები" 10 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. სერხი ენრიჩმა ამ თამაშში დუბლი შეასრულა. მაგრამ "ღამურებს" შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, როგორ გავარდებიან, როცა მათი კონკურენტები კიდევ უფრო უარესად თამაშობენ?

მაგალითად, ხიხონის "სპორტინგმა" პირწმინდად წააგო ბასკურ "ალავესთან" - 2:4.

"სევილიამ" "სანჩეს პისხუანზე" ორი ქულა დაკარგა, "წყალქვეშა ნავმა" ბოლომდე გაუძლო ანდალუსიელთა შეტევებს, თუმცა ერთხელ თანამსაჯმა იხსნათ, როცა ვისამ ბენ იედერის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა, ერთხელაც - მეკარე სერხიო ასენხომ, რომელმაც სამირ ნასრის პენალტი ბრწყინვალე ნახტომით აუღო - 0:0. ასე დაკარგა ხორხე სამპაოლის გუნდმა მეორე ადგილი.

XXI ტური
დეპორტივო-ბეტისი გადაიდო

მალაგა-ესპანიოლი 0:1
გოლი: 0:1 პიატი (17)
მალაგა (4-4-1-1): კამენი - როსალესი, ლ. ერნანდესი, დემიკელისი, ხუან კარლოსი - ონტივეროსი (72. დუდა), ნაჩო კამაჩო, ფორნალსი, გ. კასტრო (65. კეკო) - ხუანპი - მ. სანტოსი (60. შარლესი)
ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მ. ნავარო, დ. რეიესი, დ. ლოპესი, კარიკოლი - ფუეგო, ხურადო (92. ო. დუარტე) - ე. პერესი (61. როკა), ხ. რეიესი (74. კაისედო), პიატი - ჟ. მორენო
მაყურებელი: 21 546

ბარსელონა-ბილბაო 3:0
გოლები: 1:0 პ. ალკასერი (18), 2:0 მესი (40), 3:0 ვიდალი (67)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ა. ვიდალი, პიკე (46. მასკერანო), უმტიტი, მატიო - რაფინია (54. რაკიტიჩი), ანდრე გომეში, არდა თურანი - მესი (64. ს. რობერტო), პ. ალკასერი, ნეიმარი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - იტურასპე, სან ხოსე (59. ბენიატი) - ლეკუე (52. ადურისი), რაულ გარსია (74. ერასო), მუნიაინი - ვილიამსი
მაყურებელი: 83 884

ატლეტიკო-ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (15), 2:0 ფ. ტორესი (51)
ატლეტიკო (4-2-3-1): მოია - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაბი, კოკე - ს. ნიგესი (46. ა. კორეა), გრიზმანი (73. ვრსალიკო), გაიტანი (57. ფერეირა-კარასკო) - ფ. ტორესი
ლეგანესი (5-3-2): ერერინი - ვ. დიასი (72. ალბერტო), ბუსტინცა, ინსუა, სიოვასი, დ. რიკო - უ. ლოპესი (63. სამუელი), მორანი (77. მაჩისი), შიმანოვსკი - ბუენო, გერერო
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (15)
მაყურებელი: 37 421

ვალენსია-ეიბარი 0:4
გოლები: 0:1 ენრიჩი (28), 0:2 ადრიანი (45-პენ), 0:3 დ. გარსია (57), 0:4 ენრიჩი (77)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - მონტოია, გარაი, მანგალა, გაია - მედრანი, მ. სუარესი, სოლერი - კანსელო (46. ორელიანა), ძაძა, მინა (73. ბაკალი)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - კაპა, გალვესი (16. რამისი), ლეჟონი, არბილია - ესკალანტე, დ. გარსია - პედრო ლეონი, ადრიანი (73. ფ. რიკო), პენია (80. ბებე) - ენრიჩი
გაძევება: სოლერი (45. ვალენსია)
მაყურებელი: 32 571

სევილია-ვილიარეალი 0:0
სევილია (4-4-2): ს. რიკო - მარიანო (62. სარაბია), მერკადო, რამი, ლონგლე - ფ. ვასკესი (76. იბორა), ნ'ზონზი, ნასრი, ვიტოლო - ბენ იედერი, იოვეტიჩი (71. ვიეტო)
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, ბონერა, რუისი, ხოსე ანხელი - ბრუნო სორიანო, რ. ერნანდესი - ჯონ. დოს სანტოსი, ტრიგეროსი (89. რუკავინა), კასტილიეხო (66. ჩერიშევი) - ადრიანი (71. ბაკამბუ)
გამოუყენებელი პენალტი: ნასრი (49)
მაყურებელი: 33 401

სპორტინგი-ალავესი 2:4
გოლები: 0:1 სობრინო (10), 0:2 კ. სანტოსი (58-პენ), 0:3 ე. მენდესი (70-პენ), 1:3 ლ. ტრაორე (84), 1:4 ალექსისი (85), 2:4 კ. კასტრო (90)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლ. კასტელიანო, მერე, ამორებიეტა, კანელია (70. ლ. ტრაორე) - ვესგა, ნ. კასესი - აფიფი (46. ბურგუი), კარმონა, ი. ლოპესი - ჩოპი (62. კ. კასტრო)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - ვიგარაი, ალექსისი, ფედალი, რ. გარსია - დ. ტორესი, კრსტიჩიჩი - ე. მენდესი, სობრინო (80. მ. გარსია), კატაი (66. რომერო) - კ. სანტოსი (67. დეივერსონი)
მაყურებელი: 21 752

სოსიედადი-ოსასუნა 3:2
გოლები: 0:1 კოდრო (25), 1:1 რ. ნავასი (62), 2:1 ველა (72), 3:1 ხუანმი (77), 3:2 ს. ლეონი (79)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, ა. ელუსტონდო, რ. ნავასი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო (91. კანალესი), ილიარამენდი, გრანერო (56. ზურუტუზა) - ველა (77. ხუანმი), ვილიან ჟოზე, ოიორზაბალი
ოსასუნა (5-3-2): სირიგუ - ბერენგერი, ბონინი, ოიერი, უ. გარსია, კლერკი - დე ლას კუევასი (63. რ. ტორესი), ჩაუშიჩი, ფაუსტო - რივიერი (78. რომერო), კოდრო (71. ს. ლეონი)
მაყურებელი: 21 893

სელტა-რეალი გადაიდო

ორშაბათი. 6 თებერვალი
გრანადა-ლას პალმასი 23:45

ბომბარდირები: 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი).

მომდევნო ტური
10 თებერვალი:
ესპანიოლი-რეალ სოსიედადი;

11 თებერვალი:
ბეტისი-ვალენსია, ალავესი-ბარსელონა, ბილბაო-დეპორტივო, ოსასუნა-რეალი;

12 თებერვალი:
ვილიარეალი-მალაგა, ლეგანესი-სპორტინგი, ლას პალმასი-სევილია, ატლეტიკო-სელტა;

13 თებერვალი:
ეიბარი-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალი რატომ გადაიდო?
გიო
15:55 06-02-2017
0
მიუახლოვდა ერთია მაგრამ რეალს 2 თამაშით ნაკლები რო აქვს ჩატარებული იმაზე რატო არ ფიქრო ჭკვიანო ავტორიოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
kako
12:22 06-02-2017
0

სიახლეები პოპულარული