ესპანეთის თასი. 1/2-ფინალი: "ბარსელონამ" სტუმრად "ატლეტიკოს" აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ თებერვალს ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

მადრიდი "ატლეტიკომ" "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. პირველი ორი გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს. ჯერ ლუის სუარესმა სოლო-რეიდის წყალობით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ლიონელ მესიმ უძლიერესი დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება.

"ატლეტიკომ" ერთი გოლის გაქვითვა ანტუან გრზიმანის დახმარებით, გოდინის პასის შემდეგ, 59-ე წუთზე შეძლო.

საპასუხო მატჩი 8 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული