მეხუთე და სამართალი? - შესაძლოა, "ვალენსიას" წამალი სწორედ ვოროა

AutoSharing Option
სალვადორ გონსალეს მარკო - რას გვეუბნება ეს სახელი? ბევრს არაფერს. მაინცდამაინც ბევრის მთქმელი არც ის მეტსახელია, რომლითაც საზოგადოება ამ კაცს იცნობს. მას ჰქვია ვორო. სეზონის ბოლომდე ის უთავკაცებს "ვალენსიას".

ვოროს არ ჰქონდა ცუდი საფეხბურთო კარიერა და მან ესპანეთის ნაკრებშიც ითამაშა. სამწვრთნელო კარიერისა კი ჯერ რა გითხრათ. ხელმძღვანელობდა "ვალენსიას" მეორე გუნდს. აი, მას შემდეგ დაიწყო ის, რის გამოც ვორო უნიკუმადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ.

სხვადასხვა დროს "ვალენსიას" მთავარ გუნდში მას არაერთხელ უხმეს დროებით მენეჯერად და მაშველად. საკმარისია აღინიშნოს, რომ ვორო მეხუთედ მივიდა
კლუბის საჭესთან. ამჯერად სეზონის ბოლომდე.

"ვალენსიას" ძალიან ცუდი დროება უდგას და ახლა მის გაწვრთნას მხოლოდ თავზეხელაღებული მწვრთნელი თუ დათანხმდებოდა. როგორც ჩანს, ვორო სწორედ ასეთია. ისიცაა, რომ ის სულით ვალენსიელია, ამ კლუბის აღზრდილია და მას მორალურად არ შეეძლო, ამ შეჭირვების ჟამს გვერდზე გამდგარიყო.

ბოლო წლებია, "ვალენსია" და სტაბილურობა აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია. სიტუაცია არც მას შემდეგ შეიცვალა, რაც გუნდში ახალი ინვესტორი გამოჩნდა. მაგალითად, ვერავინ გაიგო, რა იყო "ღამურების" რიგებში ჩეზარე პრანდელის მისვლა ან წასვლა.

კლუბის ხელმძღვანელობამ, ვერც ძველმა და ვერც ახალმა, ვერაფრით შეიგნო, რომ თანამედროვე ფეხბურთში წარმატების გასაღები ძალიან ხშირად სტაბილურობაა. ვორო იქნებ გამოსავალი იყოს.

მით უმტეს, მისი ხელმძღვანელობით ბოლო დროს "ვალენსიამ" თამაშს უმატა. "ესპანიოლი" გრანდი არაა, მაგრამ არც იოლად დასამარცხებელი გუნდია, "ვალენსიამ" ეს შეძლო და გუნდს რწმენა გაუჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული