ესპანეთის თასი. 1/8-ფინალი: მესიმ "ბარსელონა" მეოთხედფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს ესპანეთის თასის მერდვედფინალური მატჩი გაიმართა.

"ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. "ბარსელონას" მხრიდან თავი სამხრეთამერიკულმა შემტევმა ტრიომ გამოიჩინა. ჯერ ლუის სუარესმა გაიტანა ნეიმარის პასის შემდეგ, შემდეგ თავად ბრაზილიელმა გაიტანა თავისივე გამომუშავებული პენალტის წყალობით. მესამე გოლი კი ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.

ამ გამარჯვებით "ბარსელონამ" თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "ატლეტიკის" მოგებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი, ყვითელზე ქაჩავდა, მაგრამ წითელი ზედმეტი იქნებოდა, - აშკარა საგოლე შეტევა არ ჩაშლილა.
gios
23:55 12-01-2017
0
რაც ნეიმარს საჯარიმოში შესვლისას უქნეს, ყვითელსაც ვეღარ ქაჩავს?
ამაზე წითელს აძლევენ ხოლმე.
გიო
14:52 12-01-2017
0

სიახლეები პოპულარული