საქართველოს თასის ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასი 2 და 3 ლარია

AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის ბილეთების გაყიდვა 22 ნოემბერს, 10:00 ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყება. ბილეთების ფასი 2 და 3 ლარია. ფინალში მონაწილე კლუბებს გულშემატკივართათვის საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონში 22 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და მარტვილის "მერანი' დაუპირისპირდებიან.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

gff.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული