კახა ჩხეტიანი: თასის ფინალში ფავორიტები არ ვართ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში თბილისის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს თასის ფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]
-  გროზნი: "დინამოს" მსგავსი დაცვა არსად მინახავს... ასე არ შეიძლება!

"მიხარია, რომ ფინალში ვართ. ალბათ დამეთანხმებით, მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. მატჩამდე "დინამოს" სუსტ და ძლიერ მხარეებზე ვისუბრეთ, ფეხბურთელებმა ჩემგან დავალებებები მიიღეს, რომელიც ძალიან კარგად შეასრულეს და ახლა ფინალში ვართ.

ფინალში მეტოქე მარტვილის "მერანია". ვერ ვიტყვი, რომ ფავორიტები ვართ. შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. "მერანმა" ფინალამდე ძალზედ
რთული გზა განვლო და იოლი მატჩი არ გველის", - განაცხადა ჩხეტიანმა.