საქართველოს თასის ფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ნოემბერს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ანგარიშის გახსნა "ტორპედომ" მე-19 წუთზე მოახერხა. ვაჟა ტაბატაძემ შორიდან უძლიერესად დაარტყა და ნუკრი რევიშვილი უძლური აღმოჩნდა. "დინამომ" 30-ე წუთზე შეძლო გათანაბრება, ჯაბა ჯიღაურმა "მაკრატელათი" შეაგდო. ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში "ტორპედო" ანგარიშში მეორედ გიორგი ქიმაძემ დააწინაურა.

62-ე წუთზე ჯიღაურმა დუბლი შეასრულა და გაათანაბრა, თუმცა ქუთაისელები ამაზე არ გაჩერებულან და ერთ წუთში გრიგოლ დოლიძემ გამარჯვების გოლი შეაგდო - 2:3,
"ტორპედოს" სასარგებლოდ.

79-ე წუთზე "დინამო" კაცნაკლული დარჩა, შეხვედრის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მოედნიდან ლადო დვალიშვილი გააძევა. საბოლოოდ "ტორპედომ" გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში "ტორპედო" პირველლიგელ მარტვილის "მერანს" შეხვდება, რომელმაც საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:0 მოუგო.

საქართველოს თასის ფინალი ზესტაფონში 22 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
2 ნოემბერი. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (30), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63).
დინამო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ლოჩოშვილი (მიქელთაძე,56), ამისულაშვილი (კაპ), ცინცაძე, ჭანტურიშვილი, დვალიშვილი, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (ზარია,60), ჯიღაური, ველევი
სათადარიგოები: ლომაია, კირკიტაძე, თევზაძე, ლილუაშვილი, ხუბუტია
მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
ტორპედო: კვასხვაძე (კაპ), ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე, 62), კაპანაძე (ნერგაძე, 90), დოლიძე (ბენაშვილი, 85), ტუღუში.
სათადარიგოები: მამუკა ქვილითაია, ენდელაძე, საღრიშვილი, კვერნაძე
მთ.მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ლობჟანიძე (12), ფალავანდიშვილი (45), კიტეიშვილი (74), ქიმაძე (76), ჭანტურიშვილი (83), ტაბატაძე (83)
გაძევება: დვალიშვილი (81)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 18 /
თასის ფინალი ზესტაფონშია
გოგი-ს
17:18 03-11-2016
0
კარგი ვაწაძე
გოგი
16:41 03-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული