საქართველოს თასი: მერვედფინალის მონაწილე 9 გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
23 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის 9 შეხვედრა გაიმართა.

ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა იმერული დერბი გამოდგა. წყალტუბოში ჩატარებულ მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი "სამგურალი" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ. მართალია, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ მათ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და დარჩენილ დროში საკუთარ კარში ოთხი უპასუხო გოლი მიიღეს. ქუთაისელთა მხრიდან დუბლით გრიგოლ დოლიძე გამოირჩა.

მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა 4 შეხვედრაში. მარტვილის "მერანმა" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ამავე ანგარიშით "ლიახვმა" გორში "შუქურას" მოუგო.

მინიმალური ანგარიშით ვანის "სულორმა" უმაღლესლიგელ
"ზუგდიდს" სძლია, ხარაგაულის "ჩხერიმელამ" კი თბილისის "საბურთალოს" სამტრედიაში დაძაბულ მატჩში ანგარიშით 2:1 მოუგო.

საქართველოს თასი. I ეტაპი
23 აგვისტო
გაგრა-გურია 1:2

გოლები: ოლეგ ლუცენკო (72) - გია ჩადუნელი (34), დინიზი (55)

მერანი-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: აკაკი შულაია (32, 78)

სამგურალი-ტორპედო 1:4
გოლები: ლევან ყიფიანი (7) - ბექა ტუღუში (9-პენ), თორნიკე კაპანაძე (44), გრიგოლ დოლიძე (84, 90)

ლიახვი-შუქურა 2:0
გოლები: რევაზ ბარაბაძე (52-პენ), 2:0 ლევან შარიქაძე (65)

ჩხერიმელა-საბურთალო 2:1
გოლები: ნიკა ჭკუასელი (10), თემურ შათირიშვილი (34) - გიორგი ფანცულაია (83)

ჭიათურა-კოლხეთი (ფ) 0:3
გოლები: ომარ გოგონაია (34-პენ), თამაზ ჟიშკარიანი (42), გიგა ნიქაბაძე (60)

სულორი-ზუგდიდი 1:0
გოლი: ნიკა კვასხვაძე (58)

ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი 0:1
გოლი: გეგა დიასამიძე (85)

იმერეთი-სიონი 1:2
გოლები: გიორგი ქუცურუა (78) - ოთარ კობახიძე (7), ირაკლი ძარია (48-პენ)

24 აგვისტო
24.08. ხობი. ცენტრალური. 16:30
კოლხეთი (ხ)-ცხინვალი

ბორჯომი. "ჯემალ ზეინკლიშვილი". 16:30
ბორჯომი-საპოვნელა

ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 16:30
ოდიში1919-გარდაბანი
მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამო სამტრედია გორი ჩიხურა,ეს გუნდები ემატება
giorgi
12:11 25-08-2016
0
ვერ გავიგე, ეს როგორ ერთ რაუნდიანია და მხოლოდ აქ გამარჯვებულები გავიდნენ? და ვინ დაემატება კიდევ? ინფორმაცია მეტად არასრულია და გაუგებარი იქნებ გვიპასუხოთ?
სანდრო
15:36 24-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული