საქართველოს თასი. I ეტაპი: გერმანული მოდელით

AutoSharing Option
ჩემპიონატის მსგავსად, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაც განსხვავებული სისტემით ტარდება.

ჯერ გაიმართა შესარჩევი ეტაპი, სადაც 8 გუნდი მონაწილეობდა - გასული სეზონის შედეგების მიხედვით, პირველ ლიგაში IX-XIII ადგილებზე გასული 5 გუნდი ("სქური", "რუსთავი", "მეშახტე", "ჭიათურა", "იმერეთი") და მეორე ლიგის სამივე ზონის გამარჯვებულები ("გარდაბანი", "მარკ სტარი", "სულორი").

შესარჩევი ეტაპი ასეთი შედეგებით დასრულდა: სქური-იმერეთი 0:2, სულორი-რუსთავი 1:0, ჭიათურა-მეშახტე 1:0, გარდაბანი-მარკ სტარსი 1:0.

23 და 24 აგვისტოს კი თასის გათამაშების მომდევნო (პირველი) ეტაპი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული 4 გუნდი, გასული
სეზონის შედეგების მიხედვით პირველი ლიგის 8 საუკეთესო გუნდი და ასევე, წინა სეზონის შედეგების მიხედვით უმაღლეს ლიგაში V-XVI ადგილებზე გასული 12 გუნდი.

შესარჩევის მსგავსად, პირველი ეტაპიც ერთრაუნდიანია და აქ გამარჯვებული 12 გუნდი ფინალურ ეტაპზე (მერვედფინალში) გადავა, სადაც დაემატება წინა სეზონის 4 საუკეთესო გუნდი (თბილისის "დინამო", "სამტრედია", "დილა", "ჩიხურა").

რაც მთავარია, თასის გათამაშების ამ ეტაპზე უმაღლესი ლიგის ყველა გუნდი სტუმრად თამაშობს. ეს ეგრეთ წოდებული "გერმანული მოდელია", როცა შედარებით სუსტ გუნდს მასპინძლობის უპირატესობა ეძლევა.

საქართველოს თასი. I ეტაპი
23.08. თბილისი. "მიხეილ მესხი". 16:30
გაგრა-გურია

23.08. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 16:30
მერანი-დინამო (ბთ)

23.08. წყალტუბო. "26 მაისი". 16:30
სამგურალი-ტორპედო

23.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 16:30
ლიახვი-შუქურა

23.08. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 16:30
ჩხერიმელა-საბურთალო

23.08. ჭიათურა. "თემურ მაღრაძე". 16:30
ჭიათურა-კოლხეთი (ფ)

23.08. ვანი. "გრიგოლ ნიკოლეიშვილი". 16:30
სულორი-ზუგდიდი

23.08. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 16:30
ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი

23.09. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 16:30
იმერეთი-სიონი

24.08. ხობი. ცენტრალური. 16:30
კოლხეთი (ხ)-ცხინვალი

24.08. ბორჯომი. "ჯემალ ზეინკლიშვილი". 16:30
ბორჯომი-საპოვნელა

24.08. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 16:30
ოდიში1919-გარდაბანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ ლიგაში პირველი ტური ჩატარდა და ერთი სიტყვაც კი არ დაგიწერიათ.კაცმა რო გკითხოთ ფეხბურთის აღორძინებას უწყობთ ხელს.
pirveli liga
11:11 23-08-2016
0

სიახლეები პოპულარული