თბილისის "დინამომ" საქართველოს თასი მოიპოვა

AutoSharing Option
18 მაისს ქუთაისში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპინი თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ - "დინამომ" შეხვედრა ანგარიშით 1:0 მოიგო და თასს დაეპატრონა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. ბოლოს "სიონი" სულაც 10 კაცის ამარა დარჩა. მსაჯმა ბოლო წუთზე მოედნიდან გურამ გიორბელიძე გააძევა.

თბილისის "დინამომ" მე-13-ედ მოიგო საქართველოს თასი და მეათედ შეასრულა ოქროს დუბლი (ჩემპიონობა და თასი).

დინამო-სიონი 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი (29).
გაძევება: გიორბელიძე (90. სიონი).